ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშებისთვის ემზადებიან

2019 წლის 10-15 ოქტომბერს, აშშ-ის ქალაქი სან დიეგო მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებს – ‘World Beach Games’ უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან მასშტაბური ღონისძიებისთვის. როგორც „მედიაცენტრ მტავარს“ საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტებულია თავისუფალი სტილით მოჭიდავეებით, მათ შორისაა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი. მათ წინ ელით 4 სალიცენზიო ტურნირი. პირველი ეტაპი 29 მარტს, პორტუგალიის ქალაქ ჩავესში გაიმართება. მოჭიდავეების შეკრება ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა.

მეტი...

სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, სანქცია – ჯარიმა და პატიმრობა

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომელიც დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა შეიმუშავა, შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება. საუბარია, „საქართველოს შრომის კოდექსში“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლის ავტორი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოა, ინიციატორი კი დეპუტატთა ჯგუფი თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. კანონპროექტის მიხედვით, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირის ღირსების შელახვა და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნა. მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს…

მეტი...