„COVID-19 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომელსაც გამოხატული ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს“ – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

რა ვიცით ახალი, ე.წ. მკვლელი COVID-19-ის შესახებ, რომელმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა; რატომ ერჩის ის ასაკოვნებს და არა ბავშვებს; რა რისკის წინაშე დადგა ორსულები; რა გვაჩვენე კორონავურისის ოერჯერ გადატანილმა აფეთქებამ – ამ და სხვა კითხვებზე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ობგაიძე საუბრობს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ COVID-19 – ახალი ურთულესი გამოწვევა, რომელმაც მსოფლიო შეაზანზარა. რა ვიცით, რა გავიგეთ და რა ვისწავლეთ ამ მოკლე პერიოდში ე.წ. მკვლელი ვირუსის შესახებ?  

თამარ ობგაიძე: COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია და მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ახალი კორონავირუსი არ არის ერთადერთი ამ ჯგუფიდან, რომელმაც ადამიანებში მძიმე ინფექცია გამოიწვია. მისი ორი წინამორბედი უკვე იყო ლოკალური აფეთქებების გამომწვევი 2002 წელს და 2012 წელს, თუმცა საბედნიეროდ, მაშინ ამ აფეთქებათა ლოკალიზება სწრაფადვე მოხერხდა. მათგან განსხვავებით COVID-19-ს პანდემიის პოტენციალი აღმოაჩნდა და 18 მარტის მონაცემებით,  მსოფლიოს 200 000-მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

სადღეისოდ არსებული სტატისტიკა მოწმობს ერთ საოცარ ფაქტს – ბავშვები კორონავირუსით უფრო იშვითად ავადობენ, ვიდრე მოზრდილები. ამავდროულად, მათ დაავადება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული სიმპტომატიკით ემართებათ. ჯანმოს მონაცემებით, ჩინეთში დაავადებული ადამიანების მხოლოდ 2,4% იყო ბავშვი, მათგან 0,2%-ს დაავადების მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა. სიკვდილობის შემთხვევები  პრაქტიკულად არ დაფიქსირდა. არსებული მონაცემებით, მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვების ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განვითარებულა პნევმონია. სხვათაშორის, აქამდე არსებული სხვა ორი კორონავირუსული აფეთქების დროსაც (SARS, 2002; MERS 2012) ბავშვები იშვიათად ავადობდნენ.

ამ დროისათვის, საქართველოს სტატისტიკა განსხვავებულია, ჩვენთან 18 მარტის მონაცემებით 4 ბავშვია დაავადებული კორონავირუსით,  თუმცა ყველა მათგანს მსუბუქად მიმდინარე დაავადება აქვს.

„მედიაცენტრი მთავარი:“ როგორც ირკვევა, ეს არის ვირუსი, რომელსაც ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს…

თამარ ობგაიძე: სხვათა შორის, COVID-19 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომელსაც გამოხატული ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს. შეგახსენებთ, ზოგიერთი ინფექციის ასაკობრივ თავისებურებებს. გასულ საუკუნეში პოლიომიელიტის აფეთქების დროს პარალიზური ფორმა ყოველ 1000 ინფიცირებული ჩვილიდან  მხოლოდ ერთს ემართებოდა.  მაშინ,  როცა იგივე მაჩვენებელი მოზარდებში იყო 1 ყოველ 100 შემთხვევაზე.  კიდევ ერთი კორონავირუსული ინფექციის,  მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (SARS) საერთო შემთხვევა-ფატალურობის მაჩვენებელი მერყეობს 7% -დან 17% -მდე. სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო სხვადასხვა თანმდევი დაავადებების დროს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში. არ დაფიქსირებულა სიკვდილობა 24 წლამდე ას აკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რა არის ამ ასაკობრივი თავისებურებების გამომწვევი?

თამარ ობგაიძე: რა განაპირობებს ამ ასაკობრივ თავისებურებას, საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა არის  ვერსიები.

ვერსია 1. ვარაუდობენ , რომ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს თანშობილი იმუნიტეტი, რომელიც დედისგან გადაეცემა და კიდევ უფრო მყარდება ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან ხდება ქალისს რძით მზა ანტისხეულების გადაცემა;

ვერსია 2. კორონავირუსული ინფექციის მთავარი გართულება პნევმონიაა, რასაც არსებული სტატისტიკის მიხედვით,  ხელს უწობს მწეველობა, პოლუტანტებით ჰაერის დაბინძურება, სასუნთქი სისტემის უკვე არსებული ქრონიკული დაავადებები.  ვინაიდან ბავშვთა ასაკში ამ  ფაქტორების ზემოქმედება მინიმალურია, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები კი იშვიათი, მკვლევარები ფიქრობენ, ესეც არის შესაძლო მიზეზი ადრეულ ასაკში პნევმონიების არარსებობისა COVID-19-ის ფონზე.

ვერსია 3. კიდევ ერთი თეორია უკავშირდება ბავშვთა ასაკში ჩატარებულ ვაქცინაციას, რომელსაც შესაძლოა ჯვარედენი დაცვის უნარი ჰქონდეს.

ვერსია 4 – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი იყენებს ანგიოტენზინგარდამმქნელი ფერნმენტის რეცეპტორს ადამიანის უჯრედში შეჭრისათვის, რაც სასუნთქ გზებში, მათ შორის ფილტვებში უხვადაა წარმოდგენილი. ბაშვებს ამ რეპერტორების დიდი რაოდენობა აქვთ, ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა იკლებს, რითიც მკვლევარები ხსნიან მოზრილ ასაკში გართულებათა და სიკვდილობის ხშირ შემთხვევებს.

ბავშვთა ასაკში ინფექცია მიმდინარეობს ისეთივე ნიშნებით, როგორც მოზრდილებში –  ცხვირიდან გამონადენით, ხველით, ცხელებით, თუმცა შესაძლოა ერთვოდეს დიარეა და ღებინება. მაგრამ მოზრდილებისაგან განსხვავებით იშვიათად ვითარდება პნევმონია და დაავადების მძიმე მიმდინრეობა.

„მედიაცენტრი მთავარი:“ რა ხდება ამ დროს ორსულებში?

თამარ ობგაიძე: რაც შეეხება მონაცემებს ორსულობის დროს, ზოგადად, ორსულობა წარმოდგენს გართულებათა რისკ-ფაქტორს მწვავე რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპისათვის, თუმცა ამ ეტაპისათვის ჯერ კიდევ უცნობია, არის თუ არა ორსული ქალი რიკის ჯგუფი გართულებთა თვალსაზრისით. არ ყოფილა ინფიცირებული ორსული ქალის სიკვდილობის არცერთი შემთხვევა.

 COVID-19 -ით იფიცირებული ორსული ქალების  ამნიონურ სითხეში კორონავირუსი აღმოჩენილი არ იქნა. მიუხედავად ამისა, ახალშობილის ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ლონდონში გამოვლინდა. დადასტურებულია, რომ  ახალშობილის დედა მშობიარობამდე ამ ინფექციით იყო ავად. როგორ მოხდა ახალშობილის ინფიცირება – მუცლადყოფნისას თუ დაბადების შემდეგ ან მშობიარობის მომენტში, ამ ეტაპზე უცნობია და ამ მიმართებით კვლევები გრძელდება. ზოგადად, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ორსული ქალის ინფიცირებამ ნაყოფზე ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ასევე, მსჯელობისა და ექსპერიმენტების საგანია, გადადის თუ არა ვირუსი დედიდან ჩვილზე კვებს დროს…   

თამარ ობგაიძე: გადადის თუ არა ვირუსი რძით, ამ ეტაპზე უცნობია. ჯერ-ჯერობით, ინფიცირებული დედის რძეში COVID-19 აღმოჩენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ინფიცირებულ დედას არ ეკრძალება ჩვილის ძუძუთი კვება. მაგრამ მან აუცილებლად უნდა დაიცვას ჰიგიენური წესები – დაიბანოს ხელები და სარძევე ჯირკვალი კვების ან ძუძუდან რძის გამოწველის დროს, რათა ახალშობილის ინფიცირება არ მოხდეს კონტაქტური გზით.

პროფილაქტიკის ძირითადი წესები უკვე იცის მოსახლეობამ, თუმცა ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მინდა დავამატო – ეცადეთ ძუძუთი კვებოთ ჩვილი. დედის რძე არამარტო საუკეთესო საკვებია, არამედ ის ანტისხეულების მზა ნაკრებია, რაც თქვენს პატარას ინფექციებისაგან დაიცავს. ნუ აქცევთ ბავშვებს პასიურ მწეველებად. ამით მათ დაავადების რისკებს მკვეთრად უზრდით.

ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები

9 Thoughts to “„COVID-19 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომელსაც გამოხატული ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს“ – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“”

  1. I like the valuable informatoon you provide in your articles.
    I will bookmark your blog and check agin here regularly.

    I’m quite certain I will learn many new stuff right here!
    Good luck for the next!

  2. It’s going to bee ending of mine day, however before ending I am reading this
    enormous post to increase myy knowledge.

  3. I will immediately gasp your rss as I can’t in findinbg your e-mail subscription hyperlink
    or e-newsletter service. Do you have any?Kindly allow me recognise so that I may subscribe.
    Thanks.

  4. Hey I aam so glad I found your blog, I really found yoou by error, while
    I was browsing oon Askjeeve forr somethjng else, Nonethelerss I am here noow and
    would just like to sayy tganks a lot for a tremendous post and a all round exciting
    blog (I also love the theme/design), I don’t
    have time to read through it all at the minute but I have bookmarked it and also added in your RSS
    feeds, sso when I have time I will be back to read a lot more, Please do keep
    up the supdrb work.

  5. Hi there, I enjoy reading all of your article. I wanted tto wfite a little comment to support you.

  6. Heya i’m for the first time here. I foumd this board
    and I finnd It truly useful & it helped me out much. I hope to give sometthing back and help others like you helped me.

  7. It is in reality a nice and useful piece oof information. I am happy that you jusst shared this useful info with us.
    Please keep uus informed like this. Thank you for sharing.

  8. You could certainly ssee your expertise in the work you write.
    The sector hopes for even more passionatfe writers such as
    you who are not afraid to mention how they believe. All the
    time follow your heart.

  9. I’d lie to find out more? I’d want tto find out some additional information.