“C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი დღეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა.

“ქვეყანაში არის ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი, ვინც ინფიცირებულია ცე ჰეპატიტის ვირუსით. ვინც არ იცის, რომ ინფიცირებულია, საჭიროა ამ ხალხის გამოვლენა და მკურნალობა”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი რიცხვით, გამოკვლეულია მილიონ ხუთასი ათასი მოზრდილი ადამიანი, გამოსაკვლევი დარჩენილია მილიონ სამასი ათასი, მკურნალობაში ჩართულია 58 ათასი ადამიანი. ვირუსის განულების პროცენტი კი 98,06%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლის კუთხით ლიდერი სახელმწიფო გახდა.

„იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, რაოდენ ამბიციური და მაღალი ნიშნულის ამოცანაა დაავადების აღმოფხვრა, საკმარისია ერთი რამის თქმა, რომ მსოფლიომ, გლობალურმა ჯანდაცვამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა ეს, 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაავადება ყვავილი აღმოიფხვრა. დიდი პროექტების გასაკეთებლად გლობალურ ჯანდაცვაში საჭიროა სამი ფაქტორის არსებობა, პირველი ეს არის პოლიტიკური ნება და სტაბილურობა, მეორე, ეს არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და მოტივაციის მქონე სპეციალისტების გუნდის არსებობა, მესამე კი, კარგი საერთაშორისო პარტნიორობა. საქართველოს მთავრობამ 2012 წელს მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჯანმრთელობის დაცვა არის მისი პრიორიტეტი და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაბედული ქმედება იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაიწყო ამ დაავადებასთან ბრძოლა. ჯანდაცვა ბევრად უფრო მასშტაბური იყო, მახსოვს მაშინდელი მთავრობა და ხელმძღვანელი რამდენად ყოველდღიურ რეჟიმში იყო ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის ადა ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამებში. ეს არის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, ათეულობით ათასობით შენარჩუნებული ჯანმრთელობა“, – აღნიშნავს სერგეენკო.

მსგავსი თემები