“როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ” – შს მინისტრი პანკისში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს. „მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ. თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა“, – განაცხადა მინისტრმა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე…

მეტი...

პრემიერმა ქობულიას შემცვლელად თურნავა დანიშმა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ ქობულიას გადაყენება კონსულტაციების შედეგად გადაწყდა. „გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად, როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად უმრავლესობის ლიდერებთან,“ – განაცხადა კახიშვილმა. მისივე თქმით, მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს პრემიერი ხვალ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთებს. „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ბატონი გიორგი ქობულია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონი ნათია თურნავა,“ – განაცხადა კახიშვილი.

მეტი...

მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. როგორც ირკვევა, თავად მინისტრიც არ იყო დარწმუნებული, რომ მას თანამდებობის დატოვება მოუწევდა, რადგანაც, დღესაც კი, აწ უკვე ყოფილი მინისტრი, ირწმუნებოდა, რომ წასვლას არსად აპირებდა. მთავრობის ოფიციალურ გვერდზე, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერილი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს მისივე მოადგილე ნათია თურნავა შეცვლის. გიორგი ქობულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნდა და მინისტრის პოზიციაზე სულ 9 თვე იმუშავა. ერთ-ერთი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს მისივე მოადგილე ნათია თურნავა შეცვლის. – ეს შეცვალე რა ასე – მამუკა ბახტაძეს…

მეტი...

„მოიოხეთ ბატონები, რაც გინდათ ის მოიოხეთ, თუმცა, საკუთარ, პირად სივრცეში“ – მირიან წიკლაური ემოციური განცხადება

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი მირიან წიკლაური საჯარო სივრცეში ბილწსიტყვაობას და გინებას კატეგორიულად ემიჯდება, საზოგადოებას მიმართავს და „მედიაცენტრ მთავართან“ მწვავე განცხადებას აკეთებს. „მედიაცენტრი მთავარი“ მირიან წიკლაურის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ: „ბილწსიტყვაობა, ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, ოჯახის წევრების სხვადასხვა ბრუნვაში ტრიალი მოგწონთ? არა, არ მოგწონთ, თუმცა, არც ფიქრობთ საჯაროდ გააპროტესტოთ. უფრო მეტიც, თუ ვინმე გაბედავს და ხმამაღლა იტყვის საკუთარ და მოსახლეობის აზრს, რომ ეს სიბინძურეა, რომ ეს ცუდი მაგალითია, რომ ადამიანებს აქვთ მოთმინების ზღვარი, რომ შესაძლოა, „ვიღაცის“ ოჯახის წევრს ნერვებმა ან მოთმინებამ უმტყუნოს, რომ სადღაც აუცილებლად გაწყდება და აფეთქდება, იწყება თავდასხმა ადრესატზე, ვინც ამისი თქმა…

მეტი...

თბილისში ხე-მცენარეებს დარგავენ

თბილისში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალ და ჯანსაღ ხე-მცენარეებს დარგავენ. როგორც დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ხეების დარგვა ამ ეტაპზე კარტოზია-ცინცაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. “კარტოზია-ცინცაძის ქუჩების ტერიტორიაზე ჯამში 60 ძირი, 4 მეტრზე მაღალი უნაყოფო თუთა დაირგვება. გასულ წელს, სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად ახალი და ჯანსაღი ხეები აღმაშენებლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და დიდუბის ხიდთან დაირგო,”-განაცხადეს  მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მეტი...

აჭარაში, ბიზნესმენების 50% ომბუდსმენს მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებისთვის მიმართავს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150 მდე წარმომადგენელს შეხვდა. ირაკლი ლექვინაძემ მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მომართვიანობის სტატისტიკა გააცნო. როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, აჭაიდან მას, ძირითადად მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებისთვის მიმართავენ. „აჭარის რეგიონიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება და ყველაზე ხშირად მეწარმეები ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან შუამდგლომლობის თხოვნით მოგვმართავენ“ – განაცხადა ბიზნესომბუდსენმა. ირაკლი ლექვინაძემ 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით აჭარაში ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ კრიტიკულ…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესის მოსამართლეებისთვის გამოცდა მოიხსნება

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ხვალ გააგრძელებს. კანონპროექტის განხილვას მას მერე გაგრძელდება, რაც ტექსტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირსპირებაც მოხდა. კერძოდ, ოპოზიცია, ჩასწორებული კანონპროექტის გაცნობამდე, საკითხს გადადებას ითხოვდა. საკითხის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯომარემ განაცხადა. „გავიზიარეთ იმ კოლეგების ნაწილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია უკვე საბოლოო ტექსტი არსებობდეს, რომელზეც იქნება მსჯელობის საშუალება და ამის შემდეგ განვაგრძობთ უკვე პლენარულ ფორმატში,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა…

მეტი...

„სანდრა რულოვსის მხარდაჭერა ტერორის მხარდაჭერას ნიშნავს“ – მერაბ ქვარაია

საპარლამენტო უმრავლეობს წარმომადგენელი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ზუგდიდი მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. „ზუგდიდი სანდრა რულოვსს მხარს არ დაუჭერს. ის უდრის მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, ზუგდიდისთვის კი ეს ყველაფერი კოშმარული ახლო წარსულია, სადაცა არის უსამართლობა, დაუცველობა და სახელისუფლებო ტერორი. დღეს ზუგდიდი სხვა რეალობის წინაშეა. ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება, სტაბილურობა, ახალი სამუშაო ადგილები , მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, წინსვლა და არა ნაბიჯი უკან ამ საშინელი წარსულისკენ. ამიტომაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს არც დღეს და არც მომავალში წარმატების არანაირი შანსი არ აქვს,” – აცხადებს მერაბ ქვარაია

მეტი...

„ჩვენი კლანი“ კეთილ საქმეს აკეთებს და ხალხს დამოუკიდებელ სასამართლოს აძლევს“ – ლევან მურუსიძე

„თუ ჩვენ, მოსამართლეების „კლანს“ გვიწოდებენ, არასამთავრობოებიც „კლანები“ ყოფილან“ – აცხადებს ლევან მურუსიძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე მისი გვარის სასამართლო „კლანთან“ დაკავშირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მურუსიძე-ჩინძალაძე კლანია, მაშინ არასამთავრობოების „კლანები“ ყოფილან. “იმ პრინციპოთ, რა პრინციპითაც ჩვენ „კლანს“ გვიწოდებენ, ანალოგიურად, არასამთავრობო სექტორიც „კლანი“ გამოდის. არასამთავრობოები ერთიანად არიან დარაზმულები, არასოდეს განსხვავებული აზრი არ გააჩნიათ და სასამართლოს ლანძღვაში აბსოლუტურად ერთიანები არიან“ – აცხადებს მურუსიძე და „კლანის“ განმარტებასაც აკეთებს. „პატიოსანი ადამიანის თვალში, კლანი, დანაშაულებრივ ჯგიფთან ასოცირდება. გეტყვით რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში. ამ 5 წლის მოღვაწეობის შედეგად, ყველაფერს რომ…

მეტი...

„დღეს, სასამართლო ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა“ – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან მურუსიძის განცხადებით, დღეს სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია. ასეთი დამოუკიდებლობა კი სისტემას საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ჰქონია. „დღევანდელი სასამართლო პირველ ადგილზეა ყველა გამოკითხვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანებსა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, ჩვენი სასამართლო პირველ ადგილზეა იმ 30 ქვეყანას შორის, რომელსაც დაახლოებით, ჩვენნაირი ეკონომიკა აქვს და შესაბამისად, არის მთელი რიგი გამოკითხვები“ – აცხადებს ლევან მურუსიძე. მისივე შეფასებით, დღეს ყველა მოსამართლე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად ირებს და მისი ჩარევა რომელიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნულოვანია: „მართალია, მე ვარ ლიდერი, მაგრამ კონკრეტულ გადაწვეტილებას იზიარებს ის მოსამართლე,…

მეტი...

როგორ აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის კუთვნილი სიწმინდე პარიზში – „ჩვენი ქალბატონის“ რელიქვია გადარჩა

ნოტრ დამი, იგივე „ჩვენი ქალბატონი“, ასე ჰქვია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც მთლიან განადგურებას გადაურჩა. რაც ყველაზე მნიშველოვანია, ცეცხლი არ შეხებია ტაძარში დაცულ რელიქვიებს. უვნებელია მთავარი ქრისტიალული სიწმინდეები, ქრისტეს გვირგვინი და ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ასევე, ქრისტეს კვართი და წმინდანების ქანდაკებები. რაც შეეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაცულ დავით აღმაშენებლის კუთვნილი ძელიცხოვლის ნაწილს, ჯვარს, ხანძარი არც მას მიკარებია. საინტერესოა, საიდან აღმოჩნდა ეს სიწმინდე პარიზში? როგორც ერთ-ერთი მომლოცველი წერს, ჯვრის გაყიდვის 2 ვერსია არსებობს. „ფრანგი ბერის, ანსელუსის თანახმად, ჯვარი შეიძინეს დავით მეფის ქვრივისგან, ანუ ყივჩაღთა მეფის ასულ გურანდუხტისგან, რომელიც იერუსალიმში მონაზვნად აღიკვეცა.…

მეტი...

„ქართველები ფეთქებადი ხასიათის ხალხი ვართ, სადღაც შესაძლოა „გაწყდეს“, მოთმინებასაც აქვს საზღვარი“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა მეტად დაფიქრდეს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რო მოთმინების ძარღვი სადღაც აუცილებლად გაწყდება და ქვეყანაში, შესაძლოა უმართაი სიტუაცია მივიღოთ. „ალბათ ყველასათვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდშ, სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ 30 წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ძლიერდება და ღრმავდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც…

მეტი...

ვენეციის კომისია პარლამენტს ურჩევს, იმდენი მოსამართლე დანიშნოს, რამდენიც საჭიროა

ვენეციის კომისიის დასკვნით, რომელიც მოსამართლეების შერჩევასა და დანიშვნას ეხება, პარლამენტმა იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა შეარჩიოს, რაც სასამართლოსთვის აუცილებელია. მოსამართლეთა შერჩევის შემდეგი ეტაპი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს. „მოქმედი მოსამართლეების თანამდებობაზე ყოფნის ფიქსირებული ვადა გარდაიქმნას უვადო დანიშვნად და ამჟამად, პარლამენტმა, იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, რაც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობის განსახორციელებლად. თუ რამდენი ახალი მოსამართლე იქნება საჭირო, ეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ უნდა გადაწყდეს“ – ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 18 ვაკანტურ პოზიციას, კომისიის რეკომანდაციაა, რომ დანარჩენი მოსამართლეების შერჩევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდეს. „შემდგომი დანიშვნები,…

მეტი...

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებს სრული ნდობით არ სარგებლობს“ – ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კრიტერიუებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე რჩევით მიმართავს და მათ გათვალისწინებას ურჩევს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კომისიას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, რომლის არგათვალსწინებაც არ შეიძლება. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მთავარი რეკომენდაციები კი შემდეგია: 1. მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმებში აქცენტი უფროს ასაკსა და კანდიდატის გამოცდილებაზე უნდა გაკეთდეს. ასევე, მათ დამოუკიდებლობასა და მრავალფეროვნებაზე; 2. უნდა გადაისინჯოს მოთხოვნა, რომელიც ეხება არამოსამართლე კანდიდატების მხრიდან საკვალიფიკაციო გამოცდის გავლას; 3. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს; 4. კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ასევე,…

მეტი...

„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ

„პანორამა თბილისის“ სამშენებლო საუშაოებზე დასაქმებული 3 ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა. სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც და კლინიკაშიც ადასტურებენ, რომ დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულთა ასაკი დაახლოებით 35 წლამდეა. მომხდარზე გამოძიება სსკოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. მომხდარის შემდეგ, ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლების მივიდნენდა ობიექტის შესწავლა დაიწყეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოხდა სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლა, რასაც დასაქმებულთა გადმოვარდნა მოჰყვა.

მეტი...

„ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს“ – მამუკა მდინარაძე

„მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას სულ რამდენიმე შენიშვნა აქვს. არ ვფიქრობ, რომელიმე ისეთი განსაკუთრებულია, რომ მისი გათვალისწინება არ შეიძლებოდეს“, – ამის შესახებ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, სულ რამდენიმე შენიშვნაა. „გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან შეიძლება ეს საკითხი სხვანაირად შემოწმდეს და გადამოწმდეს. ამხელა პროცედურა სწორედ ამისთვისაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოაზრეებიც განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ გამოცდა არ უნდა იყოს. ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის გაზიარებაც ჩვენი ერთ-ერთი პირობა იყო. ვთქვით, რომ ვენეციის…

მეტი...

პუტინმა საფრანგეთს დახმარება შესთავაზა 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტაძრის აღდგენა მოხერხდება. ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი საფრანგეთში საუკეთესო სპეციალისტების გასაგზავნად მზადაა. „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის შეუფასებელი სიმბოლო და მსოფლიო კულტურის საგანძურია. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული სიწმინდეა. უბედურება, რომელიც გუშინ ღამით პარიზში დატრიალდა, რუსების გულისტკივილის მიზეზი გახდა“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები –…

მეტი...

„ვალდებულება სრულად შევასრულე, ხარვეზებისთვის ბიუჯეტში 123 000-იც დავაბრუნე“ – მალხაზ ლომსაძე

სამშენებლო კომპანია „ნიკარემსტროის“ დირექტორმა თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის გამარჯვებულ ტენდერსა და შესრულებულ სამუშაოებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მალხაზ ლომსაძე აცხადებს, მას ვალდებულებები სრულად აქვს შესრულებული და გაუგებარია, რატომ ხდება მისი და მისი კომპანიისთვის ჩრდილის მიყენება. საუბარია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 3 ბაღის რეაბილიტაციაზე, რომლის ტენდერიც კომპანია „ნიკარემსტროიმ“ მოიგო, თუმცა, ქვეკონტრაქტორის მხრიდან არსებული ხარვეზების გამო, პასუხისმგებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრა. “ჩემმა კომპანიამ მოიგო ტენდერი. გავაფორმეთ ხელშეკრულება კონტრაქტორთან და საზღვარგარეთ წავედი. ტენდერი გამოცხადდა საბავშო ბაღების რეაბილიტაციაზე. ხელშეკრულებით რაც იყო შესრულდა, თუმცა, იყო ხარვეზები. მოიწვიეს ექსპერტიზა, რომელმაც დადო დასკვნა. აღმოჩენილი ხარვეზების გამო, დამიბარეს ანტი…

მეტი...

პარლამენტის სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.  აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე ეკუთვნის.ინიციატივას პარლამენტის ბიურომ მხარი ერთხმად დაუჭირა მხარი. „28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში და ამ აქტის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად, შემოთავაზებულია წინადადება,რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს ეწოდოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მუდმივად შეგვახსენებს თავისუფლების…

მეტი...

საკუთარ ეზოში მოტეხილ ბზის ტოტსაც ნებართვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება

გაფრთხილება საქართველოს მოსახლეობას – რა უნდა ვიცოდეთ კოლხულ ბზასთან დაკავშირებით, რომ გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებლად ადმინისტრაციული ან სს პასუხისმგებლობა არ დაგვეკისროს? აღნიშნულ პრობლემაზე, „მედიაცენტრ მთავარში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა ისაუბრა. „რადგანაც, დეკორატიული თვალსაზრისით, ბზა ფართოდ არის გავრცელებული კარმიდამო ნაკვეთებში, მუნიციპალურ ტერიტორიებზე, კერძო საკუთრებაში ბზის მოპოვება დასაშვებია, თუმცა, მას. წარმოშობის ცნობა აუცილებლად უნდა ახლდეს . ამ ცნობას კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ“ – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით, ეს ცნობა საჭირო იმისთვის, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბზის წარმომავლობა გაარკვიონ. „ცნობა გარემოს დაცვის და ზედამხედველობის დეპარტამენტს დაეხმარება, გამოარკვიოს…

მეტი...

ბზის მოჭრაც და მისი ნაწილების, ტოტების გარემოდან ამოღებაც დასჯადია

ბზობის დღესასაწაულთან დაკავშირებით, მთელი საქართველოს მასშტაბით კონტროლი მკაცრდება. ადმინისტრაციული და სს დანაშაული არა მხოლოდ ბზის ჭრას, არამედ, მისი ნაწილებისა და ტოტების გამოყენებაზეც ვრცელდება. არსებულ რეგულაციებსა და საფრთხეებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მტავარში“ ისაუბრა. „გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლებია, აწარმოებს კამპანიას – “ნუ მოჭრით ხეს”. კამპანია განსაკუთრებით აქტიურია ბზობის დღესასწაულის წინ, რადგან კოლხური ბზა ტყის ბიო- მრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბზის მოჭრა კანონით ისჯება. დასჯადია არა მხოლოდ მოჭრა, არამედ მისი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც კანონი ითვალისწინებს“ – აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა „მედიაცენტრ…

მეტი...

პირველი 100 მილიონი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადასარჩენად-ფოტოკოლაჟი

ფრანგი მილიარდერი ნოტრა-დამის აღსადგენად ქველმოქმედებაში ერთვება და საკუთარი შემოსავლიდან 100 მინიონი ევროს გაღებას აპირებს. ტაძრის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად და განადგურებულის აღსადგენად ქველმოქმედებაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სპეციალური ანგარიში კი დღეს გაიხსნება. კომპანია „Kering“-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო აცხადებს, რომ ტაძრის დასახმარებლად სპეციალური ანგარიშიც იქნება, რომელშიც ჩართვაც ყველა ქველმოქმედს შეეძლება. ფრანსუა-ანრი პინო მსახიობის სელმა ჰაიეკის მეუღლეა. ტაძრის აღდგენის პირობას საფრანგეთის პრეზიდენტიც იძლევა. „ეს ჩვენი ისტორიაა, რომელიც ახლა იწვის. 800 წლის წინ, ჩვენ შევძელით ამ ტაძრის აშენება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ის დიადი გავხადეთ და გავაუმჯობესეთ. ამ ტაძარს ჩვენ ერთად აღვადგენთ”, – განაცხადა საფრანგეთის…

მეტი...

ნოტრ-დამის ტაძრის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი განადგურდა – ეროვნული ტრაგედია პარიზში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილი, ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი არ არსებობს. ტაძრის რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი კი გადარჩა. 15 აპრილს, 18:15 წუთზე, ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა პარიზის ერთ-ერთი სიამაყე გაანადგურა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, ამ ეტაპისთვის, ტაძარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სახელდება. ამ ეტაპისთვის, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს, თუმცა, ისტორილი, კულტურული და ეროვნული ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა. რაც შეეხება ტაძარში დაცულ რელიკვიებს, ნოტრ-დამის პრესმდივნის ანდრე ფინომ განაცხადებით, ის გადარჩა, რადგანაც, საეკლესიო საცავებში ინახებობა. “ხანძარი ლიკვიდირებულია. თვალს ვადევნებთ ნარჩენ ალს და განვაგრძობთ შენობის ცხელი ნაწილების გაგრილებას, მათ შორის კარკასს,…

მეტი...

ბზის მოჭრა 500-ლარიანი ჯარიმით ან სს პასუხისმგებლობით ისჯება – გაფრთხილება მოსახლეობას

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „კოლხური ბზის“ ჭრასთან დაკავშირებით, კონტროლი მკაცრდება. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ მოჭრან ბზა, რადგანაც აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. საქართველოში „კოლხური ბზის“ მდგომარეობაზე, დაავადებებსა და საჯარიმო სანქციებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, დღეს, 10:30-საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. არსებული მდგომარეობით, კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. „გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-14 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომების…

მეტი...

ეროვნული ტრაგედია – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

BBC – ის ცნობით, პარიზის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ნოტრ-დამში მდებარე ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა მედიის ცნობით, ის შესაძლოა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მეხანძრეების რამდენიმე ბრიგადა. პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, გამოძიებამ ხანძრის გაჩენის მიზეზები უნდა დაადგინოს. საფრანგეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ არის დაშავებული. სააგენტო “როიტერსი” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავი სრულად ჩამოინგრა. საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ…

მეტი...

„2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ სიღარიბიდან ამოიყვანა 350 ათასი ადამიანი“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული ეკონომიკური ტემპით, სიღარიბის აღმოფხვრას საქართველოში 10-12 წელი დასჭირდება, 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პირობებში კი, პრობლემის დაძლევისთვის საკმარისი შეიძლება 7-8 წელიც იყოს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გამტარებელი ძალაა. მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სიღარიბის დაძლევაა. როგორც კობახიძემ თქვა, ამისთვის დაგეგმილი აქტივობები დადებითად ფასდება და მოწონებით სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოებაში. „ჩვენთვის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური და სოციალური ვითარება. შარშანდელი მონაცემებით, 800 ათასი ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა და ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი.…

მეტი...