ძიუდო I ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია

ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ფინალშია. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი ბუტბული ვაზარით დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანს შეხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გალსტიანმა ნახევარფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია. 81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ რეპეჟაში ბრაზილიელ ფალკაოსთან წააგო და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა. შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24…

მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ “განთიადში“ ძიუდოში ილია ბაბუციძის ტურნირი გაიმართა

მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრ “განთიადში “, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ილია ბაბუციძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV რესპუბლიკური შეჯიბრი გაიმართა ძიუდოში. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ძიუდოს კლუბების წარმომადგენლებმა. 2009-2010 წელს დაბადებულმა ვაჟებმა და 2009-2010-2011 წლებში დაბადებულმა გოგონებმა. შეიჯბრებაში სულ 250-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილოება. ტურნირში გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ. პრიზიორი სპორტსმენები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სამგორის რაიონის წარმომადგენელმა, კობა დიასამიძემ დააჯილდოვა. ღონისძიებას, საპატიო სტუმრები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, ილია ბაბუციძის მშობლები დაესწრნენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის…

‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიასთან’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 11 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილების სპორტულ აქტივობებში ჩართვას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფას. მემორანდუმის საფუძველზე, ა(ა)იპ ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემია’’, სადაც ჭიდაობა ‘’ძიუდოში’’ 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, მზადაა, უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება ვეტერანების, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, ასევე, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ გოგონებს. ‘’აფხაზეთის ძიუდოს აკადემიამ’’, ჩვენს ქვეყანას, არა ერთი სახელოვანი სპორტსმენი აღუზარდა, რომელთა შორის არიან საქართველოს ჩემპიონები, ასევე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები…

ძიუდოს ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის და ელჩის თანამდებობა ჩამოართვა

რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში მთელი სამყარო შეძრა. რუსეთს ზღუდავს და მიჯნავს მთელი სპორტული სამყაროც. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა. ეს ერთ-ერთი გადაყწვეტილებაა სპორტულ სანქციებს შორის, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაწესდა. ამასთან ერთად ფორმულა 1-ის გრან პრი რუსეთში აღარ გაიმართება და სანქტ-პეტერბურგის მაგივრად ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება.  

ძიუდოში, აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

მიმდინარე წლის 11-12 დეკემბერს, ა(ა)იპ ბოლნისის ძიუდოს სკოლის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ბოლნისის ჭიდაობის სასახლეში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, საბა დადვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 15 წლამდე ასაკის ვაჟებს შორის. ტურნირში 200-ზე მეტი მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე იყო მიწვეული, რომელმაც მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოზარდ ძიუდოისტებს წარმატებები უსურვა, ღონისძიების კარგად ორგანიზებისთვის კი მასპინძლებს მადლობა გადაუხადა. გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური სიგელები, ვეტერანების…

“ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ ძიუდოისტი გავაშელიშვილი არის თქვენს მიერ მოგზავნილი “ზონდერი” – გიგი უგულავა

ტყუილად ეგონა ამ იდიოტებით დაკომპლექტებულ რეჟიმს, რომ მე ამნისტიას მივიღებდი და ამით ჩაფარცხავდნენ ამ საქმეს. არა მეგობრებო, ვერაფერს ვერ ჩაფარცხავთ, ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ ბადრი გავაშელიშვილი არის ჩვეულებრივ თქვენს მიერ მოგზავნილი ,,ჩმორი ზონდერი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბადრი გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა – ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვილამდე და მის ოჯახამდე. ,,მე კანონით მაქვს უფლება ამ სასამართლო პროცესში არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ სპეციალურად მოვდივარ იმიტომ, რომ ისტორიაში და ცხოვრებაში შეიძლება…

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰაში გამართული ძიუდოს მასტერსის გამარჯვებულია

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰაში გამართული ძიუდოს მასტერსის გამარჯვებულია. 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანმა აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ებრაელ პეტერ პალჩიკს აჯობა. მასტერსის დასკვნით დღეს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბექა ღვინიაშვილი, საბოლოოდ კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.

ძიუდოში, ევროპის სამგზის პრიზიორი მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრის, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილისთვის საპატიმრო სანქციაზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.  ” ფაქტი მოხდა გასულ კვირას. სპორტსმენი 5 მარტს დავაკავეთ. იყო ოჯახური ძალადობა და მუქარა. რაც შეეხება საპატიმრო სანქციას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. დანაშაული ჩადენილია ორი მუხლით – 11 პრიმა 151-ე და 126 პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას”, – განუცხადეს “მედიაცენტრ მთავარს” შინაგან საქმეთა სამინისტროში. თორნიკე ნაგლიაშვილი სამართალდამცველებმა, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 5 მარტს, საკუთარ სახლში დააკავეს. მომხდარის გამო იგი შეჯიბრებებზე ვეღარ გამოვიდა. ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში,…

ბათუმში, ძიუდოში სკოლის ღია პირველობა გაიმართა

ბათუმის სასპორტო სკოლამ ძიუდოში სკოლის ღია პირველობას უმასპინძლა. სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობისთვის ბრძოლაში ბათუმის, ქუთაისის,ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის 150 სპორტსმენი ჩაება. სპორტსკოლის აღსაზრდელება სულ 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს: საბა ბოლქვაძემ (24კგ), დაჩი შარაშიძემ (27კგ), ლუკა დავითაძემ (34კგ), თომა გელაშვილმა(42კგ), ლაშა კილაძემ(50კგ), გიგა გოგრაჭაძემ (55კგ) და ლუკა ჟღენტმა (+66კგ). ვერცხლის მედლის პრიზიორები გახდნენ: თენგო ჭინკაძე(30კგ), ალეკო ბედინაძე(34კგ) და საბა ჩხაიძე(42კგ) ბრინჯაოს მედალს ანდრეა გენძეხაძე(60კგ) დასჯერდა. გამარჯვებული სპორტსმენები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

„მოთხოვნები დაიკმაყოფილონ და ძიუდოსგან თავი შორს დაიჭირონ“ – შოთა ხაბარელი 

ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არავინაა, დამარცხებული კი ძიუდოა. მისივე თქმით, სპორტსმენებს ნორმალური მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამისთვის კი საჭიროა ვინც პროცესებში ნებით თუ უნებლიეთ იყო ჩართული, მათი პროცესებისგან დისტანცირება და გამიჯვნა. “დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები და ცოტა შორს დაიჭირონ თავი”, – განაცხადა ხაბარელმა დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებდა., „ამ საკითხზე ადრე ძალიან ბევრი ვისაუბრე. დაპირისპირება 1 თვე გაგრძელდა და გუნდში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია…

მსოფლიო ჩემპიონები ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მის გაუქმებას ითხოვენ

ქართველი ძიუდოისტები, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ყოფილი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის ამ თანამდებობაზე დაბრუნებას. ​მათი ინფორმაციით, არჩევნები მოულოდნელად დაინიშნა,  წარდგენილ კანდიდატებს შორის არიან თავად ქევხიშვილი და მასთან დაახლოებული პირი გიორგი ათაბეგაშვილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. დანარჩენმა სამმა მოულოდნელად მოხსნეს თავიანთი კანდიდატურა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენებმა დღეს განაცხადეს, ისინი უკმაყოფილონი არიან ქევხიშვილი გუნდის მუშაობით, მიაღწიეს პრეზიდენტის თანამდებობიდან მის წასვლას, მაგრამ ზუსტად იგივე გუნდი განაგრძობს ფედერაციაში მუშაობას. ​ “აღმასკომი, რომელიც პირადად მისი დანიშნულია, მან გაზარდა დელეგატები. მის მიერ…

ქართულ ძიუდოს მორიგი მსოფლიო  ჩემპიონი ჰყავს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირებისა და კრიზისის მიუხედავად,  ქვეყანას მორიგი მსოფლიო  ჩემპიონი ჰყავს. უმაღლეს წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ბაქოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონობა მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშნგი კაკაურს გამოგლიჯა.  როგროც ოქროს მედალოსანი აცხადებს, მისი შემდეგი მიზანი ოლიმპიური ოქროა, რომელის 2020 წელს გაიმართება. „ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. გულშემატკივრების მხრიდან იმხელა ემოცია და სიხარული დავინახე, ეს ჩემთვის ყველაფერიიყო. ეს პერიოდი უნაყოფოდ არ დამიხარჯავს და ნამდვილად ღირდა ამ დღედ. როგორც იქნა, შევიგრძენი და გავიგე რა არის მსოფლიო ჩემპიონობა. ახლა კი ოლიმპიური ოქროსთვის უნდა მოვემზადო“…

მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას პრეზიდენტი არ ჰყავს – შოთა ხაბარელი

​პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციაში ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სულ მცირე ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადდეს, რადგან ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო ყველა ასაკობრივ ჯგუფებში მონაწილეობს და ნაკრები ამ პირობებში ვერ გავა შეჯიბრზე. ​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა ხაბარელმა განაცხადა, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად შეირჩეს ადამიანი, რომელიც არის ახლოს ძიუდოსთან, აქვს საერთაშორისო გამოცდილება და არ გაუჭირდება ურთიერთობა, როგორც ადგილობრივ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან, ისე ევროპისა და საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციებთან. “ყველასათვის ცნობილია ძიუდოს ფედერაციაში რა პროცესები ვითარდებოდა, ეს არ იყო მარტივი, რთული პერიოდი გაიარეს…

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

​საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას ტოვებს და იმედოვნებს, რომ პროექტები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად შეიქმნა, ძალიან მალე, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ქვეყანას. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ ქევხიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.    “ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს…

ძიუდოს პრეზიდენტი არ გადადგება – მინისტრის ვერდიქტი    

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას წერტილი დაუსვა და ვერდიქტი გამოაცხადა. მინისტრის განცხადებით, სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო ჯამში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მიზეზები არ არსებობს. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შესწავლილია ყველა საბუთი, რომელიც სამინისტრომ ფედერაციისგან გამოითხოვა. მცირე შეცდომა დაფიქსირდა ერთ დოკუმენტში, რომელიც მწვრთნელებისთვის სტიპენდიების გაყოფას ეხებოდა. შესაბამისად, სამინისტრომ ფედერაციას რეკომენდაციით მიმართა.  კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, შეცდომა დაფიქსირდა სამწვრთნელო შტაბთან მიმართებაშიც და ჩავარდნა მოხდა ევროპის ჩემპიონატზეც, რაც მისი შეფასებით, ბუნებრივია ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც არის. თუმცა, მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ქევხიშვილმა აღნიშნული შეცდომა აღიარა. მიხეილ გიორგაძე…

“ძიუდოისტების მოთხოვნას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გულშემატკივრობს” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძიუდოისტების მოთხოვნას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გულშემატკივრობს.დეპუტატი გუშინ, ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და დავით ქევხიშვილს შოთა ხაბარელის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებს. „ბოლო ჩემპიონატი ნამდვილი სენსაცია იყო ქართული ძიუდოს ისტორიაში. როდესაც ასეთი კრახით ბრუნდება გუნდი, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ რომ ფედერაციის პრეზიდენტს ეკისრება. ერთია, რას ითხოვენ თავად ძიუდოისტები და მეორეა, რას ვითხოვთ ჩვენ, გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის დიდი სიხარულით ვზეიმობდით ქართველი ბიჭების გამარჯვებას. მნიშვნელობა არა აქვს იმ დეტალებს, თუ რომელმა მწვრთნელმა რა შეცდომა დაუშვა. თუ მწვრთნელები არ…

“არ დაუშვათ გუნდის დასუსტება, დამიჯერეთ, ეს ბევრს გაახარებს” – ტოჩინოშინის მიმართვა ქართველ ძიუდოისტებს 

იაპონიაში მოღვაწე ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება და ქართველ ძიუდოისტებს მოუწოდებს, არ დაუშვან გუნდის დაშლა-დასუსტება, რაც ძალიან ბევრ ქვეყანას გაახარებს. როგორც ლევან გორგაძე ინტერნეტში გავრცელებულ საკუთარ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ამ დაპირისპირებაში არ სურს დაიწყოს მტყუან-მართლის გარჩევა, რადგან მიაჩნია, რომ პრობლემა ძიუდოს ფერედაციაშივე უნდა მოგვარდეს. ​მისივე შეფასებით, საქართველოს ძიუდოს ნაკრები ერთადერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში და ქართველმა ძიუდოისტებმა არ უნდა დაუშვან მისი დასუსტება. ტოჩინოშინი სთხოვს თანამემამულეებს, ნუ გახდებიან მტრების დასაცინი. “მეც ძიუდოისტი ვიყავი და თქვენთან ერთად ვისწავლე ძიუდოს და სპორტის  სიყვარული. პირადად მე ორი ტელევიზიიდან დამირეკეს და…

“სანამ პრეზიდენტი არ გადადგება, ვარჯიშს არ გავაგრძელებთ“ – ასეთია ძიუდოისტების გადაწყვეტილება

  ძიუდოს ფედერაციაში დაძაბულობის მუხტი უკიდურეს ზღვარზეა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს, ძიუდოისტები კი პროტესტის ნიშნად ვარჯიშის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. უფრო მეტიც, ავთანდილ ჭრიკიშვილს სარაევოში, ევროპის თასზე უნდა ეჭიდავა, თუმცა უარი თქვა და პროტესტს შეუერთდა. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა საპროტესტო აქცია დღესაც გამართეს და ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქევხიშვილთან შეხვედრა სცადეს. ქევხიშვილი მათ დარბაზში არ დახვდა. როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა „მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მათი მიზანი დაპირისპირება არ არის, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი მათთან შეხვედრას თავს არიდებს: „მან კარგად იცოდა, რომ ღია შეხვედრა გვსურდა. მოვედით, თუმცა, თავი აგვარიდა.…

ძიუდოისტები, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით მასობრივ გამოსვლებს იწყებენ  

ძიუდოისტები დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ და ფედერაციის პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადეს. მათ დავით ქევხიშვილის გადადგომა მოითხოვეს და 7 მაისიდან ფართომასშტაბიანი გამოსვლები დააანონსეს. როგორც ევროპის სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა აღნიშნა, ფედერაციის პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს გონივრული ვადა, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოს და საკუთარი სურვილით დატოვოს დაკავებული თანამდებობა. სპორტსმენი, თელ-ავივში ქართველი ძიუდოისტების წარუმატებლობას, ფედერაციაში პრობლემების არსებობას უკავშირებს. “ორშაბათიდან ჩვენს გამოსვლებს მასშტაბური სახე ექნება. ფედერაციაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, რისი შედეგია თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატი, საიდანაც საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დაბრუნდა. ძიუდოისტთა გუნდი და ბიჭები ისევ ერთ აზრზე ვრჩებით. გამოიჩინოს დავით ქევხიშვილმა…

სკანდალი ძიუდოში – ზვიადაური ქევხიშვილს კორუფციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს

ოლიმპიური ჩემპიონი, ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს, კორუფციასა და ძიუდოს დაღუპვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ​ქევხიშვილმა ძიუდო, მისი და მისი სამეგობროს ბიზნესად აქცია. ​ ​როგორც ზვიადაური აცხადებს ქევხიშვილი მან ჩამოიყვანა საქართველოში კანადიდან, სადაც ფიზიკურად მუშაობდა. მისი დამსახურებით იყარა ქევხიშვილმა კენჭი ყვარლის მაჟორიტარად, თუმცა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა და ძიუდო საკუთარ ბიზნესად აქცია. “მთხოვა პოლიტიკაში ჩამსვიო, შევახვედრე ბატონ ბიძინას და კენჭი იყარა მაჟორიტარად ყვარელში. მან წააგო არჩევნები, რადგან ის სპორტსმენია და ძიუდო უნდა ეკეთებინა. ფედერაციის თავმჯდომარედ რომ დაინიშნა თავისი გუნდი მოიყვანა. ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლება. მან დაიწყო…

საერთაშორისო მარცხის გამო ძიუდოს სამწვრთნელო შტაბი გადადგა

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი განცხადებით, მწვრთნელებს თავად ესაუბრა და უახლოეს პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი გეგმა შემუშავდება. სამწვრთნელო შტაბის გადადგომის მიზეზი თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატი გახდა, საიდანაც საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დაბრუნდა. ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური ძიუდოს განადგურებაში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ადანაშაულებს. ზვიადაური აცხადებს, რომ ქევხიშვილი გუნდის მთავარი მწვრთნელის საქმიანობაში უხეშად ერევა, პირადად არჩევს ამა თუ იმ შეჯიბრებაზე მონაწილე სპორტსმენებს და  ძიუდოს ფედერაციის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. ზვიადაურისვე განცხადებით, მისი კრიტიკა არანაირად არ ნიშნავს სურვილს, თავად მივიდეს ძიუდოს ფედერაციაში. რეალური…

ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოს გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორც ცნობილია, მან დაძაბულ ბრძოლაში სერბ მარიცა პერშიჩს სძლია.

„ჩემს გამარჯვებას რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს ვუძღვნი”- ლაშა ბექაური

ძიუდოისტი ლაშა ბექაური გამარჯვება  რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს უძღვნის. ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოქროს მედლის მოპოვების შემდგომ განაცხადა. „ჩემს გამარჯვებას რაჭაში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულებს ვუძღვნი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხე და მათი სულები გავახარე“, – განაცხადა ბექაურმა.  

მსოფლიო ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

ხაშურში ძიუდოისტის, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. „მოზაიკას“ ინფორმაციით, წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები. შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კობა კობალაძემ ზურაბ იარაჯულის მემორიალური ტურნირის მონაწილე სპორტსმენები დააჯილდოვა

მიმდინარე წლის 14-15 მარტს, ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ ‘’განთიადის’’ ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, ცენტრის სპორტულ დარბაზში ჩატარდა საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალური ტურნირი ძიუდოში 2011-2012 წლებში დაბადებულ ჭაბუკებსა და 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის. ასპარეზობა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 350-მდე მოზარდი სპორტსმენი მონაწილეობდა, 19 წონით კატეგორიაში გაიმართა. საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ზურაბ იარაჯულის დამ, ლია იარაჯულმა და სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გადასცეს. საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში…

ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ქართველი ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.  მან უზბეკეთში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო ეტაპზე, 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანი  ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ჩემპიონია.

გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა

გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა „მებრძოლმა“, მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.  

PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, უკრაინაში მიმდინარე ომს და პანდემიის მართვას, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა თითოეული ადამიანი და ბიზნეს კომპანიები. PSP ომის დაწყების პირველივე დღეებში შეუერთდა საერთაშორისო სოლიდარობას, ეტაპობრივად ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საელჩოს, საჭიროებისამებრ მოთხოვნილ მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების საგნებს, ბავშთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს; ჩაერთო საქართველოში მყოფი უკრაინელების დახამრების კამპანიაში და ჰუმანიტარული პროდუქტების სპეც ფასად შეძენაში მოხალისე ორგანიზაციებს და ა.შ. ფორუმის მთავარ ფოკუსში მოხვდა კოვიდ პანდემიის პერიოდში CSR გამოწვევების მართვა; პანდემიის პირველივე დღეებში PSP-ემ უზრუნველყო…

“სისხლის სამართლის საქმე დღესვე შეწყდება, თუ უგულავა ამნისტიის გამოყენებაზე დათანხმდება”- პროკურორი

„თუ ბრალდებული უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, მას ეს არ სურს“ – განაცხადა პროკურორმა ნათია გურულმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტეთან საუბრისას, სადაც გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცსი გაიმართა, რომელიც ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ეხება. პროკურორის თქმით, გიგი უგულავა უარს აცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, ამიტომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში გრძელდება და იკითხებიან თვითმხილველები. „ჩვენც იძულებული ვართ, მოვიყვანოთ ყველა ის პირი, ვინც საქმის გარშემო გამოკითხული და დაკითხულია და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებეზე ინფორმაციას ფლობს. დღეს დაიკითხნენ აეროპორტის თანამშრომლები და სანფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული საგამოძიებო…

გიგი უგულავას, შს სამინისტრო ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-ში უარს ეუბნებიან იმ დოკუმენტაციის მიღებაზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად საოლქოში დასარეგისტრირებლად. გიგი უგულავას თქმით, მან შარშან აღნიშნული დოკუმენტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღო. “შსს არ მაძლევს ცნობას რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ,” – წერს უგულავა სოციალურ ქსელში. ამასთან, გიგი უგულავას თქმით, ის საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივ…

„ზვიადი საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, მანქანაში ხელი გაეჭედა, ზურა ყვიროდა ხელი არ მოტეხოთო, ამ დროს, გარდაცვლილი იყო…“

„აფექტში იყო, სამივე დაჭრილი ზურამ  მიიყვანა საავადმყოფოში. მის ძმას, ზვიადს  მანქანაში ხელი გაეჭედა, ზურა ყვიროდა ხელი არ მოტეხოთო. არადა, ამ დროს, ზვიადი გარდაცვლილი იყო“ – განაცხადა ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ და აღნიშნა, რომ მთლიანად სპორტული სამყარო ოლიმპიურ ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ბოლომდე გვერდში დაუდგება.   „ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და დღემდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან ვინმეს ჩაგრავდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. ის არის სამართლიანი ადამიანი, რომელიც ყოველთვის…

ზურაბ ზვიადაურს თავდებში სრულიად ოლიმპიური გუნდი უდგება – ავთანდილ ჭრიკიშვილი “მედიაცნტრ მთავარში”

“41 წლისაა და ვინმესთვის რამე ევნოს, ამ მახსოვს. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მეორე მხრიდან. ხდება ასეთი რაღაცეები, ყველას შეიძლება შეემთხვას,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში,” ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა. სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება ზურაბ ზვიადაურს – ოლიმპიელების სახელით განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა გააკეთა. “41 წლისაა და ვინმესთვის რამე ევნოს, ამ მახსოვს. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს მეორე მხრიდან. ხდება ასეთი რაღაცეები, ყველას შეიძლება შეემთხვას. ვერ მოიქცეოდა ზვიადაური სხვაგვარად, ბუჩქებში გაქცეულიყი და დამალულიყო, ბიჭს ძმა მოუკლეს. 90 პროცენტი ეთანხმება ამას, რომ ასე მოიქცეოდა. მეც იგივენაირად მოვიქცეოდი. იქითა მხარეს არ ვიცნობ. ასეთი…

„თვითონაც ძალიან განიცდის ამ ფაქტს, ძლივს დადის ფეხზე ისეთ დღეშია, მინდა ადამიანურად მივუდგეთ“ – ავთანდილ ჭრიკიშვილი „მედიცენტრ მთავრში“

„ბუჩქებში, რომ დამალულიყო, ვეღარ ვიძმაკაცებდი,“ – ამის შესახებ „მედიაცენეტრ მთავარში“  ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განაცხადა. მოჭიდავე ამბობს, რომ ზვიადაურს შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და „ვერ ამტყუნებს.“ „მეც მაგ სიტუაციაში იგივეს გავაკეთებდი, გაიქცე და ბუჩქებში დაიმალო ამ დროს წარმოუდგენელია, თვითონაც ძალიან განიცდის ამ ფაქტს, ძლივს დადის ფეხზე, მინდა ადამიანურად მივუდგეთ. მოსახლეობის 80% მის საქციელს ამართლებს, გადახედეთ სოციალურ ქსელებს, ისეთ მდგომარეობაში იყო საავადმყოფოში, რომ მიიყვანა გარდაცვლილი ძმა ამბობდა ხელი არ მოტეხოთო,“ – ამბობს ჭრიკიშვილი. ჭრიკიშვილი ამბობს, რომ ზვიადაური „საშიში“ არ არის: „ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია და ცოდოა,…

გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო. ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა. გურამმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე მედალი მოუპოვა. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.