ხონში კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა

ხონში კომისარიატის ყოფილი შენობა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად, გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

მივიღეთ გადაწყვეტილება, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საოლქო სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენი გადაწყვეტილებაა, გავათავისუფლოთ საოლქო სამხედრო კომისარიატების ყველა ხელმძღვანელი. ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რას ნიშნავს ომი და ომის დროს ცინიზმი თუ მექრთამეობა სახელმწიფოს ღალატია“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, აღნიშნულია გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს ზალუჟნიმ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელებად უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლიათ. 23 ივლისს, მთავარსარდლის შტაბში, ზელენსკიმ განკარგულება გასცა სასწრაფოდ შეიქმნას კომისია უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, გენერალ პავლიუკის ხელმძღვანელობით, სამართალდამცავ…

რუსეთში მობილიზაციაზე გაწვეულმა კაცმა კომისარიატში ცეცხლი გახსნა – დაიჭრა სამხედრო კომისარი

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-ილიმსკში მობილიზაციაზე გაწვეულმა ახალგაზრდა მამაკაცმა კომისარიატში ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნა და სამხედრო კომისარი დაჭრა. ირკუტსკის გუბერნატორ იგორ კობზევის განცხადებით,  დაჭრილი კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოლქის კომისარიატში სროლა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა.

კომისარიატმა ასაკოვანი, ცერემბრალური იშემიით დაავადებული მამაკაციც გამოიძახა

რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმის შესრულება, რომელიც მიღმაც სრული მობილიზაცია იგულისხმება, ყველანაირი მეთოდებით სრულდება. ვინც კომისიარიატში საკუთარი ნებით არ მიდი, ძალით მიჰყავთ. ანგარიშს არ უწევენ არავის, მათ შორის დაავადებულ პირებსაც. რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაციას, რომ ვოლგოგრადში, ე.წ. მობილიზაციის ფარგლებში 63 წლის მამაკაციც გამოიძახეს, რომელიც  მეორე ხარისხის დიაბეტით და ცერებრალური იშემიითაა დაავადებული. მედიის ინფორმაციით,  მან გამოძახება 22 სექტემბერს, გამთენიისას მიიღო. მიუხედავად დიაბეტისა და იშემიური დაავადებისა, პენსიონერი მამაკაცი საწვრთნელ ბაზაზე წაიყვანეს, რომ უკრაინაში გაგზავნამდე ორკვირიანი მომზადება გაატარონ. ყველა, ვინც კომისარიატის გამოძახება მიიღო, უკრაინაში გაგზავნამდე ორკვირიან მომზადებას გადის. რუსეთის სამხედრო კომისარიატი მიცვალებულებსაც იძახებს 

რუსეთის სამხედრო კომისარიატი მიცვალებულებსაც იძახებს 

„ნაწილობრივი მობილიზაცია“ – ასე ჰქივია პროცესს, რომლის მიღმაც საყოველთაო მობილიზაცია და გამოცდილების არქონის მიუხედავად, ყველას უკრაინაში გაგზავნას ითვალისწინებს. ვინც გამოძახების შემდეგ კომისარიატში არ ცხადდება, სახლებში აკითხავენ. უფრო მეტიც, სამხედრო სამსახურში მიცვალებულებსაც კი იძახებენ. „სამხედრო კომისარიატმა ჩემ ძმას მოაკითხა, რომელიც 2 წლის გარდაცვლილია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ ძმას არასდროს უმსახურია, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევდა. თავიდან არ დაიჯერეს, რომ გარდაცვლილია, შემდეგ ბოდიში მოიხადეს. როგორ დავიჯეროთ, რომ მობილიზაცია ნაწილობრივია, როდესაც მკვდრებსაც კი აკითხავენ?! – წერს რუსეთში მცხოვრები ნატალია სემიონოვა.  

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში სამხედრო კომისარიატების დაწვა სცადეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გასული ღამის განმავლობაში რუსეთში სულ მცირე ორი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს. რუსული მედიის ცნობით, ხაბაროვსკში კომისარიატის შენობას უცნობმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, რის შედეგადაც ორ კაბინეტში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, სამხედრო კომისარიატების შენობების დაწვა სცადეს პეტერბურგში, ორენბურგის ოლქში, ასევე იმიერბაიკალეთის მხარეში. 23 სექტემბრის ღამეს, ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის ოლქის კამიშინის მერიაში და ალტაის სოფელ ცელინის კულტურის სახლში, სადაც მდებარეობს სოფლის საკრებულოს ადმინისტრაცია.

„პატრიარქი 90 წლის რომ გახდება, გადადგომას აპირებს“ – მამა ანდრია სარია

მამა ანდრია სარიას ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქი საკუთარი 90 წლის იუბილეზე გადადგება. „ახალ-ახალი, ცხელი ინფორმაციაა საპატრიარქოდან გამოსული, პატრიარქი 90 წლის რომ გახდება, გადადგომას აპირებს. ეს იქნება ერთგვარი გაცილებაც. გამოდის, რომ იუბილეც ექნება და ამავე დროს გაცილებაც, მაგრამ რამდენად გამართლდება ეს, ამას ჩვენ შევხედავთ და დავაკვირდებით. სხვათა შორის, საპატრიარქოსთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იქნება, მის სიცოცხლეშივე მოხდეს ძალების გადანაწილება. ეს ყველაზე ხელსაყრელი მომენტია, იმიტომ რომ საპატრიარქო სადავეები ახლა უჭირავს რუსეთს ყველაზე კარგად. მათ არ იციან სამომავლოდ, როგორ დაუსხლტებათ ეს სადავეები. შესაბამისად, ახლა უნდა იმუშაონ ყველაზე მეტი და…

„ანდრია სარიას ქმედებები მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება“ – რას აცხადებენ საპატრიარქოში 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია მაღვდელმსახურებიდან განკვეთის მოლოდინშია. საპატრიარქოს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ანდრია სარიას ქმედებები მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა, დასკვნას ხელი პატრიარქმა უნდა მოაწეროს.   როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას განუმარტა, მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განუმარტეს, რომ მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება. „დღეს მოწვეული იყო სხდომაზე მღვდელმონაზონი ანდრია სარია. მას განუმარტეს, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის დასკვნას –…

საპატრიარქო მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განკვეთას გეგმავს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე, ანდრია სარიას მიეცა განმარტებები მის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და იმაზე, რომ მისი ეს ქცევა მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება.   “დღეს შედგა სხდომა, ყურადღება გამახვილდა მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას საქმეზე, მას განმარტება მიეცა მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. მას ასევე განემარტა, რომ მისი ეს ქცევა  ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. დასკვნას მიიღებს კომისია, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა,”- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. 

„დაინტერესების საგანი უნდა იყოს, როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები“ – მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია იმ ქონებაზე ლაპარაკობს, რაც მისივე განმარტებით ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის ხელშია. სასულიერო პისი თვლის, რომ ყველა მღვდელმსახურის ქონების საბანკო ანგარიში გამჭვირვალე უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება მღვდელმონაზონმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. „მეუფე დიმიტრის შეიძლება ვიღაცამ აჩუქოს და ჰქონდეს ქონება, მაგრამ როდესაც საუბარია დიდ თანხებზე კითხვის ნიშნები იკვეთება. სამწუხარო ფაქტი ისაა, როდესაც ვითხოვდით საეკლესიო ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაციებს ეს ხდებოდა დავის საგანი, ეკლესიის ქონება ხვდებოდე კონკრეტული პირების ხელში. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკლესიის ქონება დაისაკუთრა და მიითვისა საეკლესიო პირმა, დაინტერესების საგანი უნდა იყოს როგორ მდიდრდებიან მღვდელმთავრები, არის ეს ის…

„ანდრია სარიას მიერ ჩადენილი დანაშაული განკვეთას ითვალისწინებს“ – დეკანოზი მღვდელმონაზონზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეწყვეტის მიზეზი მისივე უსაფუძვლო განცხადებები და საპატრიარქოს მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფა გახდა. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,  ანდრია სარიას მიერ ჩადენილი დანაშაული სასულიერო პირის განკვეთასაც კი ითვალისწინებს. „მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება, თუმცა, მისი მხრიდან ამ გაფრთხილების იგნორირება მოხდა. მან გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც არ მოხდა საპატრიარქოს შენიშვნის გათვალისწინება, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გადახედეთ ბოლო დროის მის განცხადებებს და იქ არის…

მღვდელმსახურება შეჩერებული სასულიერო პირი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს – ინტერვიუ ანდრია სარიასთან

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას საქართველოს პატრიარქმა მღვდელმსახურება შეუჩერა და სინანულისთვის დრო მისცა. როგორც სასულიერო პირი „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, ის ამ გადაწყვეტილებას ელოდა, სინანულისთვის მიზეზს ვერ ხედავს და პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. „მედიაცენტრი მთავარი:“ მამა ანდრია, საპატრიარქოს დოკუმენტს უკვე გაეცანით, აპირებთ სინანულს? მამა ანდრია სარია: დოკუმენტი ვნახე, რომ ვითომ, ცილისწამებისა და  მედიით გაკეთებული განცხადებების გამო შემიჩერეს მღვდელმსახურება, მაგრამ, პირადად რაც მომახსენეს, ეს არის მამა გიორგი მამალაძესთან მისვლა, მონახულება და ის გაკეთებული განცხადებები, რაც ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გავაკეთე. არადა,  როცა ციანიდის თემაზე მთელი 3 წელიწადია ვსაუბრობ. „მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენ, „მედაცენტრიმთავარში“ სტუმრობისას გააკეთეთ განცხადებას,…

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება შეუჩერეს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გადაწყვეტილებით,  მღვდელმონაზონ ანდრიას სარიას მღვდელმსახურება შეუჩერდა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს  ილია მეორე აწერს. „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს მიერ და ჩვენი ბრძანებით (#205) გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი: მოციქულთა 55-ე და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების 6-ე კანონების დარღვევა)“ – ვკითხულობთ პატრიარქის ხელმოწერილ დოკუმენტში. „მედიაცენტრი მთავარი“ თავად ანდრია სარიასაც ესაუბრა, რომელიც სინანულის მიზეზს ვერ ხედავს (ვრცელ…

„საპატრიარქო ამ საქმიდან ანგელოზი ვერ გამოვა“- ანდრია სარია

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია მამა გიორგი მამალაძის  ჯანმრთელობის მდგომარეობას  სტაბილურად მძიმედ აფასებს და მისი სპეკულაციის საგნად ქცევა არ სურს. „მამა გიორგი პირადი ტყვეა. მამა გიორგის ჯანმრთელობით სპეკულაციას მე არ ვაპირებ. სტაბილურად მძიმეა მისი მდგომარეობა, მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შეძლება.  ეს დამცირებაა. მამა გიორგი იმდენად სიანტერესო არაა, როგორც საპატრიარქოს ცუდი საქციელი, ეს უკიდურესი ფორმებია და მათ საზღაური უკვე მიიღეს. ადამინებმა მათი ნდობა დაკარგეს“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ. კითხვაზე, რა მიზეზით უნდა მოხდეს მამა ანდრიას შეწყალება მაშინ, როცა არაერთი პატიმარს…

“საკანი არ არის მამა გიორგის დუმილის გარანტია” – მღვდელმონაზონი ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია, პრეზიდენტის მიერ, დეკანოზის შეწყალების გარეშე დატოვების საკითხს ეხმაურება. მღვდელმონაზონი მიიჩნევს, რომ დეკანოზის საპატიმროში დატოვება, საპატრიარქოს დაკვეთაა. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საპატრიარქოს. “ნურავინ იფიქრებს, რომ ეს, პირადად სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაა. ეს არის დაკვეთა საპატრიარქოს მხრიდან, რომ არ შეიწყალონ გიორგი მამალაძე. რადგან, ვისთანაც მე მქონდა ღია შეხვედრები თუ საუბრები, ყველა გაურბოდა ამ საქმეს და ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებდა. ისინი ამბობდნენ, რომ მამა გიორგი არ არის შესაწყალებელი და ის არის დამნაშავე. რა თქმა უნდა, დეკანოზის გარეთ გამოსვლა, შესაძლოა მათთვის დიდი საფრთხეა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ის, რომ მას,…

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დაუმორჩილებლობისთვის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მიიღო. გრიგოლ კაცია მას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავება. საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადაეცა. შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ, მღვდელ-მონაზონი “მედიაცენტრ მთავარს” ესაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ის გაათავისუფლონ. მიზეზად კი მედიასთან მისი აქტიურობა დაასახელა.

„ საპატრიარქო არის დიდი გირა, რომელიც ყველას დაეცემა თავზე და გასრესს“ – ანდრია სარია

„საპატრიარქო ერთგვარ საჰაერო ბუშტს დაემსგავსა, რომელიც მაღლა მიფრინავს და პოლიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ ზემოთ მიიწევს, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებიან, რომ ეს არის დიდი გირა, რომელიც ყველას დაეცემა თავზე და გასრესს,“ – ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიის შიგნით არ არის მისი განვითარების ინტერესი და პრობლემაც ძალიან ბევრია, რის მოგვარებაზეც არავინ ზრუნავს.   „სამწუხარო რეალობაა, რომ ეკლესიის შიგნით არ არის ეკლესიის განვითარების ინტერესი. რაც უნდა „დავარცხნილად“ და ლამაზად გადმოგვცენ, რომ პრობლემები არ არის, ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემების მოგვარება არ ხდება. საპატრიარქო ერთგვარ საჰაერო ბუშტს დაემსგავსა, რომელიც…

„თუ მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს ხელით შეეხო, ის უნდა განიკვეთოს“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია

„მოციქულთა 27-ე კანონში ჩაიხედეთ, რასაც მეუფე იაკობი აცხადებს თუ მართალია,  ის განსაკვეთია“ – ეს განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავართან გააკეთა. მამა ანდრიას ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესთვის ხელით შეხება არ ყოფილა. „როგორც მეუფე პეტრე ამბობს, ხელით ჩხუბი და დარტყმა მისი მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ, სხვისი მხრიდან შეიძლება იყო. თვითონ მეუფე იაკობი ამბობს, მე შევეხეო. თუ ის ამბობს რომ დარტყმის მიზნით შეეხო, ერის მოციქულთა 27-ე კანონით, ეს ქმედება განკვეთას ითვალისწინებს. ესეც საეკლესიო კანონის დარღვევაა. იაკობი უნდა განიკვეთოს ამის გამო. თვითონ ამბობს რომ მე ხელით გავიწიეო. მეუფე პეტრეს ეს არც…

მამა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავარში” სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროვა – რა წერია საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილში?! 

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“  1982 წლის სკანდალური დოკუმენტით მივიდა და განაცხადა, რომ სოდომური ცოდვის შესახებ 1977 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ ღიად ითქვა, თუმცა, მას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. „ჯერ კიდევ ჭყონდიდის ეპარქიიდან წამოსვლამდე დავაანონსეთ, რომ 1977 წლიდან დღემდე, იმ ცოდვასთან დაკავშირებით, რაც ღიად ითქვა და ვთქვით, თუ რაიმე იქნებოდა კავშირში აუცილებლად გავაცნობდით მრევლს, საზოგადოებას და ნამდვილად, ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მრავალი აღმოჩნდა ასეთი“ – განაცხადა მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გაასაჯაროვა, არის წერილობითი მიმართვა საპატრიარქოს აღნიშნულ სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. „ამ ცოდვასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს…

„პეტრე არ არის მეუფე, სარია საერთოდ ვინაა არ ვიცი, ისინი ჭორაობენ“ – საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრეს მეუფეს სტატუსი არ გააჩნია. რაც შეეხება მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას, როგორც ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხდა, მათ ჭორაობაზე სინოდი ვერაფერს განიხილავს. „ყოფილ მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ვთქვი ჩემი პოზიციაა, რომ დღეის მდგომარეობით, ის არ არის მიტროპოლიტის, მეუფის, ეპისკოპოსის სტატუსის მატარებელი. თუ ის მოინანიებს სინოდს შეუძლია, აღუდგინოს მას მიტროპოლიტის ხარისხი, ანუ ეპისკოპოსის, რომელსაც ჩვენ მეუფეს ვეძახით. მას ეპისკოპოსის სტატუსი გაუქმებული არ აქვს,  აქვს შეჩერებული“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავართან“. რაც შეეხება მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განცხადებას „მედიაცენტრ მთავარში“, რომ მხილება მანამ გაგრძელდება, სანამ სასულიერო პირები ბრალდებების განხილვას…

„მეუფე იაკობი საერთოდ განსაკვეთია“ – მღვდელ მონაზონი ანდრია სარია

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას განცხადებით, მეუფე იაკობი გადამალულია. მიზეზი კი მისი არაადეკვატური განცხადებებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „მეუფე იაკობი საერთოდ განსაკვეთია. ამ მიმართულებით ჩემი პოზიცია ასეთია. ის რა განცხადებებსაც აკეთებდა, იყო არაადექვატური. ამიტომაცაა ის გადამალული. აღარც ინტერვიუს ვხედავთ მისგან, არც ხელისუფლების მხრიდან მოყოლია რაიმე მსვლელობა,  დაკითხვა. ხელისუფულებას უნდა ეწარმოებინა ძიება. მეუფე პეტრეს კი არ უნდა დავაბრალოთ, რომ  თითქოს, მეუფე იაკობის თემა გადაფარა, ხელისუფლებას უნდა დავაბრალოთ, რომ ცდილობს ამ საკითხის მიჩქმალვას. ოპოზიციის პოზიციაც დაახლოებით ასეთია – რაღაც არა არსებით საკითხებს მიედ-მოედებიან. ესაა ფარისევლური დამოკიდებულება ქვეყნისადმი და ეკლესიისადმი“ – აღნიშნა…

„ეკლესია ჩიხშია. პოლიტიკოსები აზრზე ვერ მოდიან რა ხდება“ – მამა ანდრია სარია

„ვფიქრობ, როდესაც ბავშვი გაიგებს „კანფეტიო“ შესაბამისად, ყვირის კანფეტს. ასეა დაახლოებით ეს ადამიანებიც, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ. ისინი არ არიან დამოუკიდებლები თავიან განცხადებებში. ესაა დაგეგმილი პროპაგანდა. როდესაც მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რასაც ჩვენ ვსვამთ. ჩვენ გვჭირდება პასუხები, არათუ ემოციური განცხადებები“ – ასე პასუხობს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია გარკვეული სასულიერო პირების განცხადებას მეუფე პეტრეს სულიერ მდგომარეობაზე საუბრობენ. მამა ანდრიამ პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა, სადაც ყველა ბრალდებას უპასუხა. როგორც მღვდელ-მონაზონმა აღნიშნა, ეკლესია ჩიხშია. მისივე თქმით, გიჟის ძახება არსებულ პრობლემებს ვერ ჩაახშობს. „გასაგებია რომ ეკლესია ჩიხშია.  პოლიტიკოსები აზრზე ვერ მოდიან რა ხდება. ვიცით  უამრავი…

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დიდი მხარდაჭერა აქვს “ – როსარია პულისი

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს  როსარია პულის განცხადებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობა ძალიან ძლიერია, იმაზე ძლიერიც კი, ვიდრე აქამდე. მისივე თქმით, ნატო-ს მხრიდან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით. როსარია პულის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრები და მათთვის ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რაც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს არ წამოადგენს. „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ეს ენთუზიაზმი არ უნდა მივიღოთ, როგორც თავისთავად არსებული ფაქტი და არ უნდა გავაუფასუროთ მისი მნიშვნელობა, არამედ მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია განხორციელებული აქტივობებისა და…

ისრაელში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა. მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების ოჯახების ფორუმის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას. ასევე, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა. კესარიაში, ნეთანიაჰუს კერძო რეზიდენციის წინ შეკრებილი მომიტინგეები სკანდირებდნენ ,,შეთანხმება, ახლავე!“ ცნობისთვის, „ჰამასი“ ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობად ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

5 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, 1 ბავშვი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება

სომხეთის საავადმყოფოებში მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილი 405 ადამიანი მოხვდა, რომლებიც შესაბამის  სამედიცინო დახმარებას გადიან.  როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა. „337-მა მოქალაქემ დაიანებები ბოლო სამხედრო ოპერაციების და აფეთქების შედეგად მიიღო.  დაზიანებების სიმძიმე განსხვავებულია, 10 ბავშვი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.  5 ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, 1 ბავშვი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.  

სომხეთიდან მოსახლეობა გარბის – ამ ეტაპისთვის, სომხეთს 93 000-მდე დევნილი ჰყავს

დღევანდელი მონაცემებით, სომხეთში არწახიდან (მთიანი ყარაბაღი) 93000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი ჩავიდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დევნილთა რიცხვი მზარდია. „12:00 საათის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა რაოდენობა 91 448-ს შეადგენდა, დაახლოებით 16:00 საათისთვის კი დევნილთა რაოდენობამ 93 ათასს გადაჭარბა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა. რაც შეეხება ავტომანქანების რაოდენობას, მთიანი ყარაბაღიდან 19 103 მანქანამ გადაკვეთა ჰაკარის ხიდი.

“აუცილებელია დეზინფორმაციული ველის გასუფთავება” – მინისტრი ბრეგაძე ოპოზიციას პასუხობს

“მარგინალურ-რადიკალური მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით, მათ შორის, ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მოპოვებული ფულით ფინანსდება, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და გონივრულ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ მიმართული, ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულისთვის სასიკეთო ინიციატივის დამახინჯებას და იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება” – აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართვეოს მოქალაქეებისთვის  მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას ეხმიანება და იმ სიკეთეებზე საუბრობს, რითაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები ისარგებლებენ. „2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს გაუჩნდა ვალდებულება, იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. კონსტიტუციური დანაწესის…

გარდაბანში ლევან დევდარიანის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

მიმდინარე წლის 21 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გარდაბნის მესამე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ლევან დევდარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ფრენბურთში. ტურნირი ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) მოქმედი წესების შესაბამისად ჩატარდა. წელს, გამარჯვებისთვის შვიდი გუნდი იბრძოდა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს ‘’ჩოლურისა’’ და ‘’ლუკოსანდის’’გუნდები დაუპირისპირდნენ. წლევანდელი წლის ჩემპიონის ტიტული ამ უკანასკნელს ხვდა წილად. საპრიზო ადგილების მფლობელები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა მერიის მიერ დაწესებული პრიზებით დააჯილდოვა, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა, პირველ, მეორე და…

წინასაახალწლოდ აფხაზეთიდან დევნილ 500-მდე ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადასცეს

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 500-მდე დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონებში დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინასაახალწლოდ, 24-25 დეკემბერს განხორციელდა. სასურსათო პროდუქტები იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში, წყალტუბოში, და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში -ზუგდიდში, ინგირში, კახათში და ფოცხო-ეწერში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში განსახლებულ დევნილებს გადაეცა. დევნილებს პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ჩაუტანეს; დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა…

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ეროვნულ გვარდიის დაარსების დღეს დაჯილდოვდა მედლით – “თეთრი გიორგი”

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას, დღეს, 32 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართეს. ღონისძიებაზე, ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი და პოლკოვნიკი კობა ბასარია დაჯილდოვდნენ მედლით „თეთრი გიორგი. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ვეტერანი გვარდიელები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის…

რუსეთში დააკავეს პოლკოვნიკი, რომელიც ქრთამის სახით სარეცხ მანქანას ითხოვდა

რუსული მედიის ინფორმაციით, დააკავეს რუსი პოლკოვნიკი, რომელიც კომისარს, საშემოდგომო გაწვევის მონიტორინგის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამის სახით სარეცხის მანქანას ითხოვდა. მედიის ცნობით, მერტვიჩევი რამდენიმე სამხედრო კომისარის შემოწმებას გეგმავდა, სწორედ ამიტომ პოლკოვნიკი კომისარიატის ხელმძღვანელ რამენკოს ტელეფონით დაუკავშირდა და მოსალოდნელი შემოწმების შესახებ აცნობა. მერტავეჩი რამენოკს დაემუქრა, რომ თუ მინიმუმ 70,000 რუბლის ღირებულების სარეცხ მანქანას არ უყიდდა, იგი მიზანმიმართულად იპოვიდა მის კომისარიატში მიმდინარე გაწვევის პროცესში დარღვევას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დარღვევა არ იარსებობდა. მედიის ცნობით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და  მას 2 თვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯეს.