დღეს ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ინიციატივით, დღეს ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება, ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა წერს:

„30 სექტემბერს, 14.30 ზე გაიმართება ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია.

შეკრების ადგილი – პარლამენტის შენობის წინ., ძალა ერთობაშია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ – ამბობს ქაცარავა.

ბებუას დაკავებიდან ერთი წელი გავიდა, საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები” და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის.

ირაკლი ბებუამ სეპარატისტების ე.წ დამოუკიდებლობის დღეს მათი დროშა პროტესტის ნიშნად დაწვა.

მსგავსი თემები