გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ამნისტიაზე ალაპარაკდა  

ყოფილი პრემიერის, თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის რეპუტაცია ნულის ტოლია და ის არაფერს წარმოადგენს.  

„სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, კარიკატურული ფიგურაა. მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. მას მნიშვნელობა მხოლოდ ოცნებისთვის აქვს – გამოაძრობენ ხოლმე, როცა გაუჭირდებათ. თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა, ეს ოცნებასთან შეთანხმებულია  და ოცნება რასაც იკადრებს,  ზუსტად იმავეს, როგორც მელიას გაუკეთა ამნისტია“ – აცხადებს გიორგი გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა რა მოჰყვება  თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. 

„ამას არაფერი არ მოჰყვება. ჯერ ერთი არ ჩამოვა, მეორე – ვერ ჩამოვა და მის ჩამოსვლას ვერაფერი ვერ მოჰყვება იმიტომ, რომ გასამართლებული ადამიანის ადგილი, რომელიც ჩამოვა საქართველოში,  რა თქმა უნდა ციხეშია. და მერე თუ ოცნებამ გაბედა, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი და თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელ-ნელა ლაპარაკი დაიწყეს ამნისტიაზე,  აი ამას მოჰყვება მერე ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უძლიერესი გაბრაზება და მრისხანება და მერე ვნახოთ რა მოჰყვება’’ – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. 

მსგავსი თემები