გერმანიის პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეწყვეტაზე

გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტი  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ყალბია.

საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გერმანია,  ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვდა. აღნიშნულის მიზეზად კი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა დასახელდა.

„აღნიშნული ინფორმაციის  შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს ყალბი ამბებია“, – განმარტავს გერმანიის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები