“წელს უპრეცენდენტო შემთხვევა გვაქვს, მცხეთა მცხეთობას უნიკალურად ხვდება“ – გოგიტა კაპანაძე

13-14 ოქტომბერს, მცხეთაში დიდი სტუმრიანობაა. მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული 2 დღის განმავლობაში გრძელდება, რომელიც სპორტულ, კულტურულ თუ ხალხურ ღონისძიებებს მოიცავს.

კონკრეტულ პროგრამებზე „მედიაცენტრ მთავარს“ მცხეთის მუნიცუპალიტეტის მერი გოგიტა კაპანაძე ესაუბრა და აღნიშნა, რომ 2 დღის განმავლობაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიც გაცოცხლდება. მივესალმები სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად ჩემს მცხეთას. მინდა ყველას მოგილოცოთ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული .

„წელს უპრეცენდენტო შემთხვევა გვაქვს, მცხეთობა ორი დღის განმავლობაში აღინიშნება. ორი დღის განმავლობაში გავიხსენებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ვუმასპინძლებთ როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვა -ლოცვას აღადგენს. ასევე, დავაჯილდოვებთ მცხეთის საპატიო მოქალაქეებს. ჩვენი ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებულობით და ეს ზეიმიც ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, ამავე დროს გასაფრთხილებელი. ჩემი დიდი სურვილია, შემოდგომის ყველაზე მაშტაბური დღესასწაული მთელი რეგიონისთვის საინტერესო გახდეს“ – აღნიშნა გოგიტა კაპანაძემ „მთავართან“.

მისივე ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, მცხეთის კულტურის ცენტრი – „სვეტი“, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდს“ უმასპონძლებს. 14 ოქტომბერს კი აღმაშენებლის ქუჩა დატვირთული იქნება, კონცერტებით, გამოფენებით, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კუთხე, თოჯინების თეატრი, „შუმბალენდის“ ატრაქციონები.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მცხეთა-მთიანეთში შემავალი რეგიონის ანსამბლები, გალა კონცერტზე კი მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ერისიონი“ წარსდგება.

ღონისძიებას ქალაქ მცხეთასთან დამეგობრებული ქალაქების პირველი პირები დაესწრებიან. მათ შორის, ბულგარეთის, უკრაინის, თურქეთის, ბელარუსიისა და იაპონის პირველი პირები და დელეგაციის წევრები.

მსგავსი თემები