„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, არაფერი გვემუქრება “ – დავით ზალკალიანი უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე

  •  

​უცხოეული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, საგარეო მინისტრი ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი იგეგემება.

„ძალიან დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდო ქვეყნის წარუმატებლობით. მათ მინდა, რომ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. პირველ რიგში, არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, არამედ პირიქით, 75%-ით არის შემცირებული. არაფერი გვემუქრება, ყველაფერი არის ძალიან კარგად“ – აცხადებს დავით ზალკალიანი.  

შეგახსენებთ, რომ უცხოურ გამოცემაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავს.

მსგავსი თემები