„ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას“ – მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამორალურია მოუწოდოს ვინმეს, საკუთარ ქვეყანაში არ დაბრუნდეს.

„სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას. თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია“,- წერს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, პოლარიზებულ საქართველოს გადამწყვეტი არჩევნები ელოდება. ნავი კი არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა გაარყიოს. მისივე შეფასებით, სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი აუცილებლად იქნება.

მსგავსი თემები