საქართველოში „მწვანე პასპორტით“ დაშვებაზე აქტიური მუშაობა გრძელდება

  •  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტთან დაკავშირებით მუშაობა ოქტომბერში დასრულდება.

მისივე თქმით, სკოლის დირექტორებმა მშობლებს აქტიურად უნდა მოუწოდონ აცრისკენ.

„მოზრდილი მოსახლეობის 27.9%-ია ორჯერადად აცრილი. ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპი გვქონდა და 23 000 აცრა ტარდებოდა დღიურად, ამასთან 16 სექტემბრამდე 24 000 აცრა გვქონდა. ბოლო ერთი კვირის საშუალო მონაცემი დავარდნილია 12 500-მდე.  სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მომავალი 90 დღის დაგეგმვაზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი. ერთ-ერთი მთავარი პირველადი ჯანდაცვის ფართოდ ჩართვა და მათი მეტად წახალისება იქნება“ – განმარტავს გამყრელიძე.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, სკოლები სრულად, 80.90%-ით უნდა იყოს აცრილი.

„ყველა სკოლის დირექტორი მოუწოდებს მშობლებს, რომ იყვნენ აცრილები. ასევე, რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს სივრცეებში მწვანე პასპორტებით დაშვების მექანიზმები. ჩვენთან ამაზე მუშაობა მთავრდება და ოქტომბერში კიდევ მრავალი მექანიზმი ამუშავდება, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ავიდეთ 60%-იან მოცვაზე“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები