“საქართველო უახლოეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას” – ივანე ჩხაიძე

გუშინ კიდევ 12 469 აცრა ჩატარდა. იმუნიზაციის ტემპი ეცემა, რის გამოც სპეციალისტები მომდევნო ტალღის საშიშროებას ხედავენ. დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ ბავშვებს, რომლებიც კლინიკებში მკურნალობენ. 

“კლინიკაში 80-მდე პაციენტი წევს მშობლებიანად, 19 ბავშვი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ კონტინგენტიდან, ვინც ახლა წევს, მესამედი არის ჩვილი, დანარჩენი – მოზრდილები. მძიმედ არ მიმდინარეობს, თუმცა ფილტვის ქსოვილი აქვთ დაზიანებული მაღალი ქულებით,”- ამბობს მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

პანდემიის შესაჩერებლად სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში 12 -დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დასაშვები უნდა გახდეს.

“ორი არჩევანი აქვს ქვეყანას – პირველი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ჩავატაროთ მხოლოდ რისკის ჯგუფებში, ან შესაძლებელია მეორე გზა, რომელიც აირჩია აშშ-მა, კანადამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ, ეს არის გზა, ჯანმრთელობის მიუხედავად, 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების იმუნიზაცია. ორივე ვარიანტი იქნება განხილული და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს დღეებში დაიწყებს 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას,”-განმარტავს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

მსგავსი თემები