ხანძარი გურიაში – მეხანძრეებმა დამწვარ სახლში 52 წლის ქალის ცხედარს მიაგნეს

  •  

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 52 წლის ქალი. თავდაპირველად, მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი იყო, შემდეგ კი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ტერიტორიაზე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

მსგავსი თემები