რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

  •  

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანი სოჭში პუტინის მიწვევით მიემგზავრება.

გავრცელებული ინფორმაცით, ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო საკითხები იქნება, მათ შორის, სირიის, ლიბიისა და ავღანეთის საკითხი.

ბოლოს პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის წინ შეხვდნენ.

მსგავსი თემები