ვაქცინის ნაწილი ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე ვადიანია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  ქვეყანაში ვაქცინაციის მარაგი შეუზღუდავია. 

„ვაქცინაციის გეგმის სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 60% იყო, რაც დ 1 700 000 მოქალაქეს ნიშნავს. ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე. აუცილებელი იქნება მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი. იყო გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, „ფაიზერის“ მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის,  ნაწილს ვადა აქვს ნოემბრის ბოლომდე, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე.  ვფიქრობთ, რომ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ“ – აცხადებს თამარ გაბუნია.

მსგავსი თემები