სკოლის დირექტორებმა უნდა შეისწავლონ რამდენი მშობელია აცრილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის დირექტორებმა უნდა იცოდნენ, რამდენი მასწავლებელი და რამდენი მოსწავლის მშობელია აცრილი.

„რეკომენდაცია აქვთ დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა იაცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ  თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, რომ სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები