მასწავლებლებისა და ექიმებისთვის აცრა სავალდებულო უნდა იყოს   

  •  

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით მასწავლებლებისა და ექიმების აცრა სავალდებულო უნდა იყოს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკუთარი სურვილით მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აპირებს აცრას.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა  საკოორდინაციო საბჭოზე წარადგინა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეხება აცრების ინტენსიფიცირებას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი  მექანიზმებით. არსებობს პირდაპირი, როდესაც კანონით ავალებ და არსებობს ასევე არაპირდაპირი მექანიზმი, რომელიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. იმედია, რომ ჩვენთანაც იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული“ – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა და განხილვა მიდის.

„რესურსი იმისა, რომ უფრო გაძლიერებული საინფორმაციო კამპანიით კიდევ მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად თავისი ნებით,  არის დაახლოებით, 150-200 ათასი ადამიანი, მეტი არა. ჩემი გადასახედიდან, ექიმებისა და მასწავლებლებისთვის მანდატორიზმს ვუჭერ მხარს ამ ორი ჯგუფისთვის. მომავალი კვირების განმავლობაში ვფიქრობ, ამაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები