სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა

  •  

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან, ყველა მოსწავლე ვალდებულია, სკოლაში პირბადე ატაროს.      

„4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება. ეს  ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. საჯარო და კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე, 4 ოქტომბერს მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელონ აუდიტორიებში. ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული და სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება“ –  განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები