“სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არ იკვეთება მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი კავშირი” – თაკო ჩარკვიანი

  •  

მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას და ღირსეულ დახვედრაში ვგულისხმობ საერთო-სახალხო მოძრაობაში მოქალაქეთა რაოდენობას,  – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მოძრაობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზენით შეიქმნა, ინტერნეტის საშაუალებით 101 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

„ცხოველი ინტერესია გაწევრიანებისა და მომსვლელების. ამას ყველაფერს სჭირდებოდა ორგანიზაცია და ამიტომ გაკეთდა საერთო-სახალხო მოძრაობა სააკაშვილის მშვიდობიანი დაბრუნებისთვის. ამ ადამიანების მთავარი იარაღი რაოდენობაა“, – აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით სწორი პოლიტიკური სხვლა იყო.

„მე ვღელავ და ყოველთვის ჩემი ამომავალი წერტილია, განსაკუთრებით 90-იანების შემდეგ, რომ ერთმანეთთან სუფთად გავიაროთ სამომავლოდ, არ დავხოცოთ ერთმანეთი. მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ვინმე არ გაინძრევა ამ მოძრაობიდან ზედმეტად, მხოლოდ რაოდენობა რჩება ჩვენს იარაღად. ძალიან არ მომეწონა პრემიერ-მინისტრის დღევანდელი უპასუხისმგებლო გამოსვლა.

აი, მას მინდა ვუთხრა, მთელი ჩემი ცხოვრება ობიექტურობას ვცდილობ. მთელი პაუხისმგებლობით ვპირდები, ამ განცხადების შემდეგ ერთი თმის ღერი მშვიდობიანი მოსახლეობისგან რომ ჩამოვარდეს, ჩაგყვებით ბოლომდე, ბატონო ირაკლი, სადაც დაგეწევით, იქ გაგებინებთ სისხლის სამართლებრივ პასუხს. არ მოგეშვებით, რადგან ჩემს სიცოცხლეში ასეთი პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ გაპატიებთ არაფრით, რომ ამ პასუხისმგებლობაში თქვენი სიბინძურე ოდნავ მაინც მომედოს. თქვენ არ მიცნობთ და წარმოდგენა არ გაქვთ, იდეალიზმი რა არის. სადაც წამოგეწევით, იქ გაგებინებთ პასუხს.

იმ ქვეყანაში, სადაც მარიანა ჩოლოიანს უშვებთ, სადაც მერობას აპირებს ადამიანი, რომელიც თვალების დათხრისთვის დააწინაურეთ, მილიონები მიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ ვიცით, სად არის, თქვენც ხართ გარეული კორუფციულ სქემებში, ვერაფრით ვერ მოსთხოვთ პასუხს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ედავებოდით, რატომ შეიწყალა ნაადრევად გირგვლიანის მკვლელები, რადგან შერჩევითობა გამოგდით. მე გადავხედე ამ დოკუმენტაციას და ვნახე, პირდაპირი კავშირი არ იკვეთება პრეზიდენტის. ერთ ძალიან მძიმე საქმეში ცოტა ზედმეტად იპრანჭებიან დეგენერატი და ნაძირალა სამართალდამცავები, ეპრანჭებიან თავიანთ უფროსს, სჩადიან უბინძურეს მკვლელობას, სადაც არ იკვეთება პირდაპირ ამ კაცის ბრალეულობა და ეს შერჩევითობაა, რაზეც მასთან საუბარი გვქონია და არაფერზე უარზე არ არის.

კოალიციური მთავრობის პირობებში პროკურატურის რეფორმას ხომ სჭირდება 5-6 დღე, მეტი ხომ არა. დასავლური ტიპის პროკურატურამ განიხილოს ეს საქმეები, ყველას ქეისი ამოვიდეს და დაიდოს.

არავინ უარზე არ არის. ოღონდ, მიეცეს იმ ადამიანს ამ ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, ისევე მიეცეს, როგორც გახარიას, რომელმაც, ბატონებო თვალები დაგვთხარა. იმ კაცმა ბოლო-ბოლო სახელმწიფო მაინც ააშენა, ეს განსხვავება ხომ მაინც არის. ხედავთ ალბათ, ის ნიჰილიზმი, რომელიც არსებობდა, ერთ წამში მოხსნა იმ სიტყვამ, მე ჩამოვდივარო. ეს იყო ძალიან სწორი პოლიტიკური სვლა. მობილიზაცია გააკეთა თავისი ამომრჩევლის კოალიციური მთავრობისთვის. რაც მაგან გაუწია კოალიციურ მთავრობას პოლიტიკურად, მეტი დახმარება რა არის. ერთ დღეში რადიკალურად შეიცვალა განწყობა. მე ვისურვებდი ასეთ მმართველს რეფორმირებული დასავლური მართლმსაჯულების ქოლგის ქვეშ, მხოლოდ მაშინ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები