“მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოყვება რეაგირება, შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან” – კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

​როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა.

„ველოდებით. ხალხიც დახვდება ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ჩამოვა – ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და ვნახავთ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი. ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა მასზეა დამოკიდებული. ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები