“2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ედისონ რისერჩის” კვლევის შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის პოლიტიკური დაკვეთაა და მისი მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხალხი ნამდვილ არჩევანს 2 ოქტომბერს გააკეთებს.

“ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი არჩევნების გამყალბებელი. მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ბატონი ლევან თარხნიშვილი იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და სწორედ ის იყო მხილებული არაერთგზის ჩვენი მოსახლეობის, ბევრი ადამიანის მხრიდან უმძიმეს გაყალბების ფაქტებზე.

შესაბამისი, რა თქმა უნდა, პასუხი არის ცხადი, რომ თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მით უმეტეს ბოლო 7 არჩევნებზე – მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ყოველთვის “ედისონ რისერჩი” და კიდევ ათას ორგანიზაციების ბრენდულ სახელებს იყენებდა თარხნიშვილის კვლევის ორგანიზაცია და ამით ცდილობდნენ მანიპულაციას და საზოგადოების განწყობების მანიპულირებას. რა თქმა უნდა ეს არჩევნებით ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ ეს იყო ტყუილი.

შესაბამისად, დასკვნა იქნება შემდეგი, რომ 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი და ამას ქართული საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა საბოლოო ვერდიქტს კიდევ ერთხელ გამოიტანს,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები