“ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი არჩევნების გამყალბებელი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

“ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მისი კვლევითი ორგანიზაციები ბოლო 7 არჩევნებზე Edison Research-ის და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ და ამით ცდილობდნენ  საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  Edison Research-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც ტყუილია და “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

“ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი არჩევნების გამყალბებელი. ბატონი ლევან თარხნიშვილი იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და სწორედ ის, არაერთგზის იყო მხილებული ჩვენი მოსახლეობის, ბევრი ადამიანის მხრიდან გაყალბების უმძიმეს ფაქტებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხი ცხადია, რომ თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მით უმეტეს, ბოლო 7 არჩევნებზე, ყოველთვის, Edison Research-ის და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ თარხნიშვილის კვლევითი ორგანიზაციები და ამით ცდილობდნენ საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას” – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისივე შეფასებით, ყველაფერი კარგად იქნება და მმართველი გუნდი  დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

მსგავსი თემები