მეუფე განკვეთილ ბერებს მიმართავს, დატოვონ კელიები  

ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ საკვირაო წირვა გაიმართა. მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, დატოვონ კელიები.

მეუფის ქადაგებით, განკვეთილებს შეუძლიათ, საეკლესიო ცხოვრება განაგრძონ როგორც ერის კაცებმა, თუმცა, მისივე ბრძანებით, ისინი სალხინოს მამათა მონასტერში ვერ დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ მეუფემ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხისთვის 6 სასულიერო პირი ტაძრიდან გააძევა და განკვეთა. ასევე, აუკრძალა ეკლესიის ტერიტორია ცხოვრება. მათ ასევე აკრძალული აქვთ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.

მსგავსი თემები