”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” – სოხუმის მერი, რომელიც ისტორიაში გმირის სახელით შევიდა

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ერთად ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მთავრობის წევრები, რომელთა შორის იყო სოხუმის მერი გურამ გაბისკირია.

– ”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” – იყო გურამ გაბისკირიას პასუხი.

კოლორიტულმა პიროვნებამ და ქალაქის მერმა კარიერა ფეხბურთით დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო სოხუმის ”დინამოს” ფეხბურთელი, სოხუმის საფეხბურთო კლუბის – ”ცხუმის” პრეზიდენტი, რესპუბლიკური და საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სოხუმის თევზკომბინატის დირექტორი.

მთავარი, რითაც გურამ გაბისკირია ადრეული ახალგაზრდობიდანვე იქცევდა საზოგადოების ყურადღებას იყო მისი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია, პოლიტიკური კულტურა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულება. სწორედ ამან განაპირობა უკიდურესად რთულ პერიოდში – აფხაზეთის ომის დროს ქალაქ სოხუმის მერად გურამ გაბისკირიას კანდიდატურის ერთსულოვანი მხარდაჭერა.

გურამ გაბისკირიამ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვაჟკაცურად იბრძოლა მშობლიური ქალაქის, ერთიანი საქართველოს, აფხაზეთის ქართული მიწის დასაცავად და სოხუმის დაცემის დღეს მტერს მისთვის ჩვეული შეუპოვრობით შეხვდა, თვალებში მამაცურად შეხედა, სიკვდილს სიცოცხლე შეაგება და ღირსეულად შეუერთდა მარადისობას.

2017 წლის ოქტომბერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 ნეშტის იდენტიფიცირება და გადმოსვენება განახორციელა. მათ შორის იყო გურამ გაბესკირიას ნეშტიც. 17 ოქტომბერს სეპარატისტების მიერ დახვრეტილი გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და ეროვნული გმირის ორდენი მისი ოჯახის წევრებს გადაეცა.

მსგავსი თემები