“როდესაც არჩევნებში მონაწილეობას ენმ იღებს, პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ” – კახა კალაძე ამომრჩეველს მიმართავს

მმართველ გუნდში წინასაარჩევნო პერიოდში პროვოკაციებს ელოდებიან და საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებენ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აყვნენ.

“ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული არიან, რომ სწორედ მმართველი ძალა იქნება თვითმმართველობის წლევანდელ არჩევნებში გამარჯვებული და მიმართავს ოპონენტებს წინასწარ შეეგუონ რეალობას.

“როდესაც ისეთი პოლიტიკური ძალა იღებს არჩევნებში მონაწილეობას, როგორიც “ნაციონალური მოძრაობაა”, არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს. ამიტომაც მინდა ყველას მოვუწოდო მაქსიმალურად თავი შეიკავონ, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს და არჩევნები ჩავატაროთ მშვიდად, წყნარად, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება,” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მსგავსი თემები