ამირან გამყრელიძის თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინას ვადა გაუგრძელდა და ის არ დაგვრჩება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  „ფაიზერის“ ვაქცინა გამოუყენებელი არ დაგვრჩება.

„ფაიზერის“ სადღაც 600 000-მდე დოზაა. 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე. „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ სამი თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. „ფაიზერი“ არ გაფუჭდება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე შეფასებით, ე.წ. ბუსტერ დოზებზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც  მოსახლეობის 40 პროცენტი აიცრება.

მსგავსი თემები