მძიმე პაციენტების რაოდენობა 1052-ია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 151-ია. აქედან, 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 687, აჭარაში – 472, იმერეთში – 950.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 125, იმერეთში – 282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32.

840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 – თბილისში, 245 – აჭარაში.  15 709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9.  სულ,  6 ოქტომბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 171 პირი.  ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 18 478 ადამიანი.

მსგავსი თემები