ვირუსით 1 132 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 798 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 956  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.44%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  606 492-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.04%.

მსგავსი თემები