“ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და მელაიმ ეს შეიძლება გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის” – ირაკლი კობახიძე

გუშინ განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადებას ირაკლი კობახიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ელჩის შეფასება რბილი იყო. მისივე განცხადებით, ჰარცელის განცხადება მეტად მკაფიო უნდა ყოფილიყო, რადგან მძიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ ვნახეთ დღეს იყო გარკვეული განცხადება გაკეთებული და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკა მელიასთვის, რათა მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. ეს არის ძალიან ცუდი. ბუნებრივია, საჭიროა მკაფიო შეფასება იმისა, რაც გააკეთა ნიკანორ მელიამ.”

“ჰარცელის განცხადება იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი შეიძლება ნიკა მელიამ, რომლესაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს როგორც მწვანე შუქი შემდგომი პროვოკაციებისთვის. ნიკა მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში, როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს საჭიროებს მძიმე შეფასებას, თუმცა ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი ყველამ ნახა და ეს ფაქტი მეტყველებს, თუ როგორია ნიკა მელიას და მთლიანად „ნაცმოძრაობის“ სახე.

მსგავსი თემები