ტურისტების მიმართ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ბრალდებით დამნაშავეებს პატიმრობა შეეფარდათ

ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელსა და ამავე ბარის მიმტანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ორივე დაკავებულს ბრალი თანხების თაღლითური გზით დაუფლებისთვის და ქურდობის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

გამოძიების ცნობით, ფიქსირდება ეპიზოდი, როდესაც ალკოჰოლური თრობის შემდეგ ჩინელმა ტურისტმა გონება დაკარგა და მისი ანგარიშიდან ამ ბარის ანგარიშზე 15 000 ლარი გადაირიცხა.

მსგავსი თემები