ირაკლი კობახიძის განცხადებით, გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიიდან და ხელიდან წავიდა

ოპონენტებს შორის ნარკოტიკების მოხმარების თემა და ამ თემით დაპირისპირება ისევ გრძელდება. ამჯერად, ირაკლი კობახიძემ, გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან კავშირზე მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მან „კოკაინის“ მოხმარება მას მერე დაიწყო, რაც მმართველი გუნდი დატოვა.

ჟურნალისტის კითხვას, როდის დაიწყო ყოფილმა პრემიერმა ნარკოტიკის მოხმარება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:“ „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.

მან ქალბატონზეც მიანიშნა, ვინც გიორგი გახარიას ნარკოტიკი გაასინჯა.

„ის საკრებულოს სიაშია, გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები