„მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ტალღა მთელ მსოფლიოს უტევს და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება.

„კორონავირუსის მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც. დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს უნდა ველოდოთ. მაქსიმალურად თუ ავიცრებით და გვექნება კარგი მაჩვენებელი, მეხუთე ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი. თუ არ ავიცრებით, მაშინ მეხუთე ტალღა იქნება მძიმე“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები