„სავარაუდოდ, მეხუთე ტალღა შემოდგომაზე იქნება“ – მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კორონავირუსის ახალ ტალღაზეც ისაუბრა. როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, მეხუთე ტალღას შემოდგომისკენ ელოდებიან.

„მეხუთე ტალღას მთელი მსოფლიო ელის, საქართველოც არ არის გამონაკლისი. სავარაუდოდ, მეხუთე ტალღა შემოდგომისკენ იქნება.  ერთ კვირაში გრიპის ვაქცინა შემოდის და შემოდგომაზე, ზამთარში გარდა კორონავირუსისა, ბევრი სეზონური ვირუსია, რომელიც დაიწყებს ცირკულირებას. ორივეს ზედდება –  გრიპი და კორონავირუსი, საკმაოდ ცუდი ტანდემი იქნება. გრიპის ვაქცინას, ისევე როგორც სხვა ვაქცინას ოთხი კვირა სჭირდება იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად. რადგანაც გრიპი სეზონურია, სადღაც ნოემბრის თვიდან იწყებს ცირკულირებას“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები