“დელტა” შტამი ვერაგი აღმოჩნდა ” – ამირან გამყრელიძე

  •  

მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს მიზეზად ამირან გამყრელიძე, იმის ფონზე, როცა ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპმა იკლო და აღნიშნავს, რომ “დელტა” შტამი იმაზე ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

გამყრელიძე ამბობს, რომ საჭიროა ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება, რის გამოც ყველა სოფელში, დასახლებულ პუნქტში უნდა მივიდნენ და მოქალაქეები ვაქცინის სარგებლის შესახებ დაარწმუნონ.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი ვაქცინაციის სტატუსით კმაყოფილი არ ვართ. სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. 16 სექტემბრიდან ქვეყანაშ აცრების მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას. უნდა მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინა არის დიდი სიკეთე. ჩვენ თუ ვართ აცრილი, მეტად ვართ დაცული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით „დელტა“ შტამის არსებობის დროს, აღნიშნული მაჩვენებელი საკმარისი არ არის.

„დღეს გყავს მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტია აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60 პროცენტი, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60 პროცენტიც აღარ არის უკვე საკმარისი. „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები