„ვაქცინას ნოემბრის თვეში გასდის ვადა, ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ – მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც, ვირუსით დაინფიცირებულ ბავშვებსა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაზე მომართვიანობა და მოთხოვნამ დაიკლო.

„ფაიზერი“ მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი დონის ვაქცინად არის აღიარებული და FDA-ის ავტორიზაციაც მიიღო. მას მინიჭებული აქვს ვაქცინის სტატუსი, იმ ვაქცინების რიგში ჩადგა, როგორიც არის წითელა, წითურა, გრიპი და სხვა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე მომართვიანობა და მოთხოვნა ვაქცინაციაზე დაბალია. როგორც გავიგე, ნოემბრის თვეში ვადა გასდის ამ ვაქცინას და სამწუხარო იქნება ასეთი ძვირად ღირებული და ძნელად მოპოვებული ვაქცინის ვადის გასვლა. ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, ვისაც უნდოდა, უკვე აცრილია. ახლა ის ხალხია დასარწმუნებელი, ვისაც ვაქცინების არ სჯერა.

მსგავსი თემები