სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა – სეს-მა ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

  •  

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისჯგუფმა   ქ.თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი „შპს ვარძია“ (ს.კ 201953831) შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა,  რის გამოც, ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და  1000 ლარით დაჯარიმდა.

„შპს ვარძია“ საქმიანობის გაგრძელებას კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრისა და  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ შეძლებს.

მსგავსი თემები