საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნებართვის გარეშე მოწყობილ საარჩევნო უბნებს აშშ-ის დეპარტამენტი ეხმაურება

17, 18 და 19 სექტმბერს რუსეთში გამართული არჩვენების პერიოდში რუსეთის უკანონო ქმედებებს აშშ-ის დეპარტამენტი ეხმაურება.

“ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე,” – ამის შესახებ განცხადება ტვიტერით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს

აშშ მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის რეპრესიულ ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობას და სანდოობას.ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე. შეგახსენებთ რომ რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცესკოს მონაცემებით ხმების უმრავლესობა რუსეთის მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ე.წ. საარჩევნო უბნები იყო გახსნილი ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში. ასევე ანექსირებულ ყირიმში“, – წერს ნედ პრაისი.

მსგავსი თემები