მოვუწოდებ განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს განვითარებულ მოვლენებთნ დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ემოციები მატულობს და გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას.

“ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან. “

“ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს ისეთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს და ცხადყოფს, რომ ჩვენი ერი ერთგულია დემოკრატიის იდეისადმი. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება. მშვიდად დაველოდოთ არჩევნების დღეს და 2 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, დემოკრატიულ გარემოში, თითოეული მოქალაქე დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება.” – წერს ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები