ოპოზიციის განცხადებით, ევროკავშირი 43%-ს დღის წესრიგში ტოვებს

​ევროკაშირის ოფისიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები ელჩებთან საუბრის დეტალებზე ვერაფერს ამბობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ 43%-იანი ზღვარი ისევ განიხილება.

ერთ-ერთი, ვინც ელჩებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა. მისი თქმით, ელჩები დაწვრილებით ინტერესდებიან საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

„ძალადობრივი გარემო, დაპირისპირება, ზიზღი, სიძულვილი, დაშინება, არაერთი ანგარიში გამოქვეყნდა უკვე შუალედური, სადაც ფაქტებია მოყვანილი, როგორ აშანტაჟებენ ადამიანებს, როგორ უშვებენ სამსახურიდან, როგორ სჯიან იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ ან საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. ეს არის დაუშვებელი, ეს არაფერს კარგს არ მოუტანს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას. ბევრ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან დახურული იყო შეხვედრა, მაგრამ 43% რომ დღის წესრიგშია, ამას მოწმობს პირველ რიგში, არა ის, რაზე ვსაუბრობთ ელჩებთან, არამედ რა განცხადებებს აკეთებს „ქართული ოცნება“. ყველა მისი განცხადება არის შიში, რომ ვერ მიიღებს 43%-ს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები