„არავითარი დიპლომატიური სკანდალი“ – ირაკლი კობახიძე ელჩების ფარულ მიყურადებაზე

გავრცელებული ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით, სადაც, საქართველოში აკრედიტირებული ელჩებიც ფიგურირებენ, ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს.

„რა დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი… არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“, – განმარტა კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციისთვის, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი შეფასება გუშინ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ნორმალური მოვლენა არ არის.

მსგავსი თემები