“ე.წ. უკანონო მოსმენების სკანდალური საკითხი ბევრ ინსტიტუციას და ადამიანს შეეხო, ვერც ერთი მათგანი ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე” – დავით სერგეენკო

ე.წ. უკანონო მოსმენების სკანდალური საკითხი, რაც საინფორმაციო სივრცეში და საზოგადოებაში დომინირებს ბევრ ინსტიტუციას და ბევრ ადამიანს შეეხო და ვერც ერთი მათგანი ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე დაწყებულია გამოძიება.

„რაც შეეხება ჰარცელის განცხადებას, რა თქმა უნდა ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს ამას თვალყურს და ის, რაც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, დიპლომატიურ ენაზე გაკეთებული განცხადება იყო და ჯერჯერობით არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, ვიდრე გამოძიება არ დამთავრდება და უტყუარი ფაქტები არ დაიდება“, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს,  რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.

მსგავსი თემები