„იმედის“ მომზადებულ სიუჟეტს, თითქოს ცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მისმა წევრებმა დატოვეს, სიცრუეს უწოდებენ პარტიის ცაგერის წარმომადგენლები

ტელეკომპანია „იმედის“ მომზადებულ სიუჟეტს, თითქოს ცაგერში პარტია „საქართველოსთვის“ მისმა წევრებმა დატოვეს, სიცრუეს უწოდებენ პარტიის ცაგერის წარმომადგენლები

„ეს ინფორმაცია სიცრუეა. პირები, რომლებიც ტელეკომპანია იმედმა აჩვენა, რომლებმაც თითქოს პარტია „საქართველოსთვის“ დატოვეს, არც არასოდეს ყოფილან პარტიის წევრები და შესაბამისად ვერც დატოვებენ პარტიას.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩაწერილი პირები ქართული ოცნების მოქმედი აქტივისტები არიან.
აქამდე ხელისუფლების მხრიდან ჩვენს მხარდამჭერებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და დაშინება რათა პარტიას გამიჯვნოდნენ და სამწუხაროდ,  ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, ამჟამად როგორც ჩანს  ადამიანებზე ზეწოლითა და დაშინებით ზემოქმედების შესაძლებლობაც ამოწურეს და  როცა ასეთი მეთოდებიც აღარ ჭრის, უბრალოდ ტყუილს იგონებენ.  
როგორც ჩანს, ტელე იმედის ეთერით სიცრუის გავრცელება სინამდვილეში იმ ფაქტის დაფარვას ემსახურება, რომ ცაგერის საკრებულოში  მოქმედმა დეპუტატებმა ოცნებიდან  დატოვეს ქართული ოცნება  და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ.
სიცრუე, რომელსაც  მონდომებით ავრცელებენ კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ გუნდს და არწმუნებს ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენ მიერ საქართველოში ცვლილებებისათვის დაწყებული ბრძოლის მნიშვნელობაში და წარმატებაში.
ვერთიანდებით ცაგერისთვის!
ვერთიანდებით საქართველოსთვის!“ –  ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის წარმომადგენლების განცხადებაში.

მსგავსი თემები