„რა დამსახურებით უნდა შემოხაზო 41 ან 25 (გახარია), სინამდვილეში გახარია, მართლაც „ბოლია“ – ზურაბ ნადირაძე

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ნადირაძე პოსტს აქვეყნებს და გახარიას და ხელისუფლების მომხრე ადამიანებს მოტივების ახსნას სთხოვს, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე მმართველ გუნდს ან ყოფილი პრემიერის პარტიას:

„მმართველი პარტიის (ქოცების) საკუთარი ამომრჩევლისადმი დამოკიდებულება ზედაპირულად რომ განვიხილოთ, რამდენად ყრუ, ბრმა, უპრინციპო და უთავმოყვარეო უნდა იყო ადამიანი, ვერ ხვდებოდე რამხელა ბოროტებასთან გაქვს საქმე და რაოდენ შეურაცხმყოფელია, როცა იცი, რომ ამ ბოროტების ნაწილი ხარ, თუნდაც საკუთარი ნების წინააღმდეგ, მაგრამ საკუთარ თავს უტყდები, კაპიკებზე ხარ დამოკიდებული, ან სამსახურიდან გაგაგდებენ, ანუ “დაგაჩმორა” სისტემამ, იცის “ლუკმის” ფასად საკუთარი შვილების მომავლის წინააღმდეგ რომ ხარ წამსვლელი (აქ შვილების გამოკვებით მანიპულირებას, მათი მომავლის დანგრევის ფასად ვერანაირად მივიღებ), ქვეყნის მომავალი და პატრიოტული მოტივი ხომ საერთოდ გამორიცხული აქვს.

აბა, ვინმემ ამიხსნას, სხვა რა მოტივით, რა დამსახურებით უნდა შემოხაზო 41 ან 25 (გახარია), მითხრას ვინმემ რაიმე სიკეთე, ერთი პროექტი ნებისმიერ სფეროში, ან ერთი გახმაურებული გამოძიებული საქმე.

წარმოიდგინეთ, იმდენად უთავმოყვარეო ბრბოდ მიაჩნიხართ, გახარია, რომელიც წლების განმავლობაში მათი სახე და პირველი პირი იყო, რომელზეც დღე და ღამე გარწმუნებდნენ “სუპერ მენეჯერი” და “სუპერზე” “სუპერი” ადამიანიო, დღეს გეუბნებიან, რომ გატყუებდით და გამაიმუნებდით, სინამდვილეში კი 4 წელი “ბოლს” ვიძახდით და “კოკაინშიკი” იყოო.

სინამდვილეში გახარია მართლაც “ბოლია” და არაფრისმაქნისი, ადამიანების თვალების დამთხრელი, თქვენ ქოცების და გახარიას ამომრჩეველს კი 4 წელი ლაფს გასხამდნენ, ახლაც გასხამენ და მომავალშიც გააგრძელებენ, ჩალის ფასი აქვს მათ თვალში თითოეულ თქვენგანს, უკანასკნელ ადამიანებად მიაჩნიხართ და როცა დასჭირდებათ საზარბაზნე ხორცადაც სიამოვნებით გამოგიყენებენ.

არჩევნებზე წასვლის წინ მაინც ეცით საკუთარ თავმოყვარეობას პატივი, შვილებს ჩახედეთ თვალებში რა ელოდებათ ასეთ სახელმწიფოში უპერსპექტივობის და გადახვეწის მეტი.

ძალადობამ, კრიმინალმა და კორუფციამ წალეკა ქვეყანა, გისმენენ, გითვალთვალებენ, გაკონტროლებენ, რწმენას, ეკლესიას გიგინებენ და აღსარების დროს გისმენენ, სამშობლოს გინგრევენ, მტერს გიხარებენ

….და ყოველივე ამის შემდეგ, მითხარით, სად გადის თქვენი ადამიანობა, სიცოცხლის აზრის, რაიმეს მიმართ სიყვარულის, მრწამსის, სამშობლოს, ყოველივე ამ სიკეთის და, – ბოროტებას შორის ზღვარი?!,“ – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები