“ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც საარჩევნო კამპანიაა” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეკოვი ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია იმუნიზაციის პროცესი მეტად გააქტიურდეს, რათა ქვეყანამ კორონავირუსის შემდგომი ტალღები თავიდან აიცილოს.

“ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორც არის საარჩევნო კამპანია აყვანილი. რეალურად, მსოფლიოში ვაქცინაციის წარმატება მხოლოდ არის 60-70% მთლიანად და არაა მოზრდილი მოსახლეობის მაჩვენებელი. ამიტომ, ძალიან ცოტა პროცენტი იქნება, თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 40% აუცრელი დაგვრჩა, პრაქტიკულად, ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ ტალღას.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესში პროაქტიური ჩართულობა – სახელმწიფოს, ექიმების და ყველასი ერთად, საზოგადოების ყველა იმ წევრის, რომლის სიტყვასაც და აზრსაც რაიმე გავლენა აქვს საზოგადოებაზე. ყველას რესურსი უნდა იყოს გამოყენებული,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

მსგავსი თემები