“2 ოქტომბერს საზოგადოება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ამ ქალაქს ეკადრება” – კახა კალაძე

მგონი, გუშიდენდლ დებატებში ყველამ ძალიან კარგად დაინახა, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება, ვის აქვს ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენია ოთხი წლის შემდეგ დედაქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობა იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც მას ეკადრება.

„ადამიანები ყველაფერზე საუბრობდნენ გარდა თბილისისა და საზოგადოება რა თქმა უნდა მიიღებს 2 ოქტომბერს სწორ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება ამ ქალაქს, ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გაიმარჯვოს ამ ქალაქმა და გაგრძელდეს აღმშენებლობა და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები