“ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილზე ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა” – პრემიერი

ანჯეი დუდას სახელით გამართულ სადილზე ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას სახელით შესანიშნავი სადილი შედგა, სადაც ასოცირებულ ტრიოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციასა და გაზრდილი ჩართულობის შესახებ ჩვენი ხედვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა.

ჩვენი პოლონელი მეგობრების მადლობელი ვარ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები