9 წლიანი სასჯელი სეპარატისტების დროშის დაწვისთვის და ერთი წელი აფხაზეთის ციხეში

ირაკლი ბებუას პატიმრობიდან ერთი წელი გადის, მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ირაკლი ბებუას ახლობლები ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ.

ხელისუფლებას უკანონო პატიმრების არსებობას ახსენებს „ანტისაოკუპაციო მოძრაობაც.“

საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები” და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის.

ირაკლი ბებუამ სეპარატისტების დროშა, შარშან 30 სექტემბერს, ე.წ მათი დამოუკიდებლობის დღეს დაწვა.

მსგავსი თემები