“ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გვექნება საქართველოს პრემიერ მინისტრის გამოსვლაში” – დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი ნიუ-იორკში ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა და მისი გზავნილების შესახებ საუბრობს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი გზავნილები ექნება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რა გამოწვევებიც არის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების კუთხით.

“პრემიერ-მინისტრს ექნება მნიშვნელოვანი გზავნილები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რა გამოწვევებიც არის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების კუთხით, ასევე, პანდემიასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ მადლიერი ვართ იმ სოლიდარობის, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთობლივად დავძლიოთ ის უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც მომდინარეობს. იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და სწორედ ამ თვალსაზრისით, ჩვენს მედიაციის როლზე სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აქცენტები გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნიდან დარბაზში მყოფებს საქართველოს მთავრობის ხელმღვანელი 24 სექტემბერს მიმართავს.

მსგავსი თემები